RSS კატეგორიადღის სიახლეებისიახლეები

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

0
გაზიარება

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული ბიზნესებისთვის, სტუმრად გადაცემა“კაპიტალრეგიონები” ედიშერ ჯობავასთან ერთად პირდაპი ეთერში.

გადაცემის მიმდინარეობისას სამიტის დეტალური განხილვის გარდა, ასოციაციის პრეზიდენტმა ბიზნესებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან რჩევებთან ერთად, ასევე დაანონსა ახალი პროექტი, რომელიც ოქტომბერში განხორცილდება. ეს იქნება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფონდი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება ისეთ გამოწვევებზე მუშაობა, როგორიც არის თანამშრომლებზე ზრუნვა

“სამიტის მთავარი თემა იყო, როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი და რა ახდენს გავლენას ამ საკითხებთან მიმართულებით. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ამ სამიტზე წარმოგვედგინა, ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, რომელიც ბრენდის წარმატებას შეუწყობს ხელს, ერთ-ერთი მთავარი პანელი გამოვიტანეთ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი, როგორც ახალი შესაძლებლობა წარმატებული ბრენდის შესაქმნელად, რადგან ეს არის ცვლილება 21-ე საუკუნეში, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაბამისად ბიზნესებიც, როგორ სწრაფად იწყებენ ამ ცვლილებებზე ფეხის აწყობას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ბიზნესი არ ჩამორჩეს ამ ცვლილებებს.

სამიტისთვის სპიკერების შერჩევა დიდი სიფრთხილით ხდება, ერთ-ერთი კომპონენტი გვაქვს, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილებები წარმოადგინონ დელეგატების წინაშე, ამიტომ ერთი მიმართულება გავაკეთეთ: როგორ შეიძლება განვახორციელოთ ინვესტირება ტექნოლოგიურ სტარტაპებში და როგორ შეიძლება საქართველოში გაჩნდეს იდეა, ჩაიდოს თავდაპირველად ინვესტიცია და უკვე ეს კომპანიები, პატარა სტარტაპები წარდგნენ სილიკონველზე ამერიკაში,  ჩვენ სწორედ ასეთი პროექტების მხარდაჭერასაც ვახდენთ, იმიტომ რომ ქონდეს ბიზნეს ინფორმაცია, თუ რა ხდება ამ საკითხებთან მიმართებაში.

გარდა ამისა ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ისეთი ბიზნესების წარმოდგენას სამიტზე, რომელიც ინოვაციური, საინტერესო პროექტებს ქმნის. ბიზნეს არ აქვს დრო იმისა, რომ ამ ყოველივეს ადევნოს თვალი. სწორედ ამიტომ არის მსგავსი ტიპის ასოციაციები. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ ვიყოთ და თვალი ვადევნოთ იმ ცვლილებებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ბიზნესებთან მიმართებაში და სწორედ ასეთი მსგავსი ტიპის ბიზნესები მოვძებნოთ, ჩავრთოთ ჩვენს ბიზნეს სამიტებზე, რადგან მათთან თანამშრომლობა დარწმუნებული ვარ  ბიზნესებს სერიოზულად დაეხმარებათ.

ამ ეტაპზე ასოციაცია 500-ზე მეტი წევრისგან შედგება. როცა ასოციაცია შეიქმნა, ჩვენ მიზან გვქონდა, რომ 1000 ბიზნესი გაგვეერთიანებინა და ერთიანი სპეციალური საკომუნიკაციო სივრცე შეგვექმნა, სადაც შესაძლებლობა ექნებდა გაეცნოთ ერთმანეთი, დაემყარებინათ საქმიანი ურთიერთობები და ასეც მოხდა.

გარდა ამისა ჩვენ ვცდილობთ ეს სიახლეები და ცვლილებები  შემოვიტანოთ მსგავსი ტიპის სამიტებზე. ჩვენ თავიდან დავიწყეთ უფრო ცნობილი ბრენდების შემოერთება ასოციაციაში, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ, რამდენიმე მილიონი ინვესტიციებიდან დაწყებული, მცირე ბიზნესებით დამთავრებული. ახლა ვაკვირდებით ბაზარს, რა ტენდენციებია, რა ბიზნესები შემოდიან ბაზარზე, რას აკეთებენ ისინი, რადგან სამყაროში ცვლილებები ძალიან სწრაფად ხდება და გვინდა, რომ ასეთი ბიზნესებისთვისაც იყოს ადგილი ასოციაციაში წევრობისთვის, ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს. ბოლოს დავიწყეთ კვლევითი ორგანიზაციების დამატება, რადგან საკმაოდ სერიოზულ საქმიანობას ეწევიან ეს ორგანიზაციები ქართული ბიზნესებისთვის და ვიწყებთ ორგანიზაციების დამატებასაც, გარკვეული პერიოდი ეს პროცესში შეჩერებული გვქონდა.

ჩვენ ვიცით, რომ რეგიონებში რესურსების ნაკლებობაა, ფინანსური რესურსები, შემდეგ მათი პიარი. ჩვენი მიზანია, რომ გავაერთიანოთ 100 მცირე მეწარმე სოციალური პროექტის ფარგლებში, ეს იქნება ქალი მეწარმეები, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმეები, ახალგაზრდებიც და ხელოვნური ინტელექტის სტარტაპის მიმართულებით დაინტერესებული მცირე ბიზნესები და მათი დახმარება მოვახდინოთ ასოციაციის გავლით. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მეწარმეების  მონაწილეობა ჩვენი მხრიდან იყო მხარდაჭერა მათი გვინდა, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა მსხვილ ბიზნესებთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად.  მათთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს რეალიზაცია, ჩვენ ვიცით, რომ არაერთი გამოფენა-გაყიდვა ეწყობა ხოლმე, მაგრამ ჩვენ გვინდა ცოტა სხვა კუთხით ვიმუშაოთ მათი მხარდაჭერისთვის, რომ მათ მიერ შექმნილი პროდუქცია მივიტანოთ მსხვილ ბიზნესებამდე.

დღეს ბაზარზე ძალიან დიდი კონკურენციაა, 21-ე საუკუნეში  ყოველთვის ამბობენ, რომ უკვე იდეების დეფიციტი არის, რაღა უნდა შეიქმნას ისეთი, რაც არ არის შექმნილი ან რა უნდა შემოვიდეს ბაზარზე, ისეთი, რაც უკვე არ არსებობს. ამიტომ არის, რომ ცოდნა აუცილებლად სჭირდება, სწორ ინფორმაციებს უნდა ფლობდეს ბიზნესი, უნდა იცოდეს რა უნდა, ვინ არის მისი კონკრეტული მომხმარებელი. თანდათანობით ბიზნეს სექტორი იშლება ნიშურ ბიზნესებად, სჯობია კონკრეტული პროდუქტი შეიქმნას და იყოს კონკრეტული მიმართულებით საუკეთესო, ვიდრე გაიშალოს, თუმცა რეგიონებში ბაზარი მცირეა.

ყველაზე მთავარი, როდესაც ბიზნეს ვიწყებთ ეკონომიკური საქმიანობაა და მოგების მიღებისთვის გააჩნია რა გვინდა, იმიტომ, რომ სხვადასხვა გამოწვევებია შრომით ბაზარზე, სერიოზული პრობლემების ქვეშ არის ჩვენს ქვეყანაში, რადგან კვალიფიციური თანამშრომლების მოძიებაც პრობლემა გახდა ბიზნესებისთვის, გაძვირდა შრომითი ბაზარი, დღეს არის პლატფორმები, რომლებიც დახმარებას უწევენ ბიზნესებს ბაზრის მოკვლევაში.  ჩვენნაირი ასოციაციის წევრობაც კი მათ სერიოზულად დაეხმარება იმაზე, რომ საჭირო კონტაქტები დაამყარონ” –  განაცხადა მაია ტატულაშვილმა

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო სემინარი “კეთილდღეობა სკოლებში” – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, პროგრამა eTwinning -ის ფარგლებში, ჩატარდა საერთაშორისო სემინარი "კეთილდღეობა სკოლებში". სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართველი და ევროპის 14…

ქართული მართვის მოწმობით საბერძნეთში გადადგილება შესაძლებელი ხდება

ქართული მართვის მოწმობით გადადგილება საბერძნეთშიც შესაძლებელი ხდება. შესაბამის, „მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ხელი უკვე მოეწერა.…

აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტად კიტრი და კივი გაძვირდა, ხოლო მწვანილი და კომბოსტო გაიაფდა

eastfruit-ი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ივლისთან შედარებით აგვისტოში სამომხმარებლო ფასებმა 0.1%-ით დაიკლო. გამოცემის ცნობით, ფასების ზრდა ცალკეულ პროდუქტებზე სეზონურობით არის ახსნილი. აგვისტოში საქართველოში…

აფრიკაში ბანანის ღვინის წარმოება დაიწყეს – BBC

აღმოსავლეთ აფრიკის რესპუბლიკა მალავიში ღვინის კოოპერატივ Twitule-მ ბანანის ღვინის წარმოება დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. Twitule ღვინის დასაყენებლად გადამწიფებულ ბანანს იყენებს, რაც, ფერმერების განცხადებით,…

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 000 ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფრომაციით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან გერმანიაში 811 ათასი ლიტრი ღვინოა ექსპორტირებული და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 37%-იანი ზრდა შეადგინა.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!