დღის სიახლეებისიახლეები

ბაზისბანკის მხარდაჭერით ახმეტის რაიონში მსხვილფეხა საქონლის ფერმის მშენებლობა დაფინანსდა

0
გაზიარება

ბაზისბანკმა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერული მეურნეობის მხარდასაჭერად, შპს დორანი ფერმა, 1.5 მილიონი ლარის ოდენობით დაფინანსდა.

ბაზისბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ჩართულობით, ახმეტის რაიონ სოფელ მატანში, აშენდა და კეთილმოეწყო მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონლის ფერმა, ასევე, საქონლის კომბინირებული საკვების მოსამზადებელი კომპლექსი და საწველი სივრცე. ფერმაში დამონტაჟდა სამაცივრე რეზერვუარები.

კომპანიამ, გერმანიიდან 100 ერთეულამდე შვიცის ჯიშის მაღალპროდუქტიული მსხვილფეხა საქონელი ჩამოიყვანა. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს რძისა და ყველის პროდუქტების ქართულ მწარმოებლებთან და, ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებს რძის ჩაბარებას.

„მესაქონლეობის წამოწყების იდეამდე, სოფლის მეურნეობასთან შეხება არ მქონია. პარტნიორებთან ერთად, ბაზისბანკის ფინანსური მხარდაჭერით, დავიწყეთ ფერმის მშენებლობა. ძირითადი ბლოკების აშენების დასრულების შემდგომ, უკვე მზად ვიყავით საქონლის მისაღებად და ძირითადად შვიცბრაუნის ჯიშის მაღალპროდუქტიული მერძეული საქონელი ჩამოვიყვანეთ. ამ ეტაპზე, დღე-ღამეში 3 ტონამდე უმაღლესი სტანდარტების შესაბამის რძეს ვიღებთ და სამომავლოდ ამ მაჩვენებლის ზრდას გვეგმავთ,“ –  დორანი ფერმის დირექტორმა, მამუკა წილოსანმა.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული პირებისა და კომპანიების მხარდაჭერა და ფერმერული მეურნეობების განვითარება წარმოადგენს. ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის. ეკონომიკურად გამართული ყოველი ახალი პროექტი და შექმნილი ახალი სამუშაო ადგილები ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი და დორანი ფერმის პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება და ახალ მასშტაბებს მიაღწევს,“ – განაცხადა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ.

 

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!