ბიზნესისიახლეები

წელს “ხვანჭკარას” მხოლოდ რაჭაში დაამზადებენ

0
გაზიარება

ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში დაყენების შესახებ წესი წელს ამოქმედდება – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლევან მეხუზლამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.

მისი თქმით, რაჭაში სიმძლავრეები უკვე არსებობს, რომ მოსავლის გადამუშავება ადგილზე მოხდეს.

„ხვანჭკარა გახლავთ დაცული ადგილწარმოშობის ღვინო. რამდენიმე წელია დაგეგმილია, რომ ღვინის – „ხვანჭკარა“ დამზადება მომხდარიყო ადგილზე, ანუ ზონაში, სადაც მისი მოყვანა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი იყო, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ხდებოდა გადადება, იმის გათვალისწინებით რომ რაჭაში არ იყო საკმარისი სიმძლავრეები ღვინის დასამზადებლად. ახლა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ „ხვანჭკარას“ დამზადება მოხდება მხოლოდ რაჭაში.

ეს, პირველ რიგში, განავითარებს რეგიონს. ადგილწარმოშობის პრინციპის დაცვისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლოს და ბოლოს ეს წესი ამოქმედდება. წელს „ხვანჭკარის“ დასამზადებლად რაჭიდან ყურძნის გამოტანა აღარ მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ „ხვანჭკარას“ ადგილწარმოშობის ზონაში გადამუშავებასთან დაკავშირებით განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად 2017 წელს გააკეთა. უწყების პოზიცია იყო, რომ „პოპულარობა, რომელიც ამა თუ იმ ბრენდს აქვს, იმ რეგიონს უნდა მოხმარდეს, სადაც ის იწარმოება“. მაშინვე ითქვა, რომ ღვინის გადამუშავება 2019 წლიდან დაიწყებოდა, მოგვიანებით ეს ვადა 2021 წლამდე გადაიწია, თუმცა პანდემიის მიზეზით, მორატორიუმი კიდევ 1 წლით გახანგრძლივდა. 2022 წლის ,,ხვანჭკარას“ მოსავალი სრულად რაჭაში გადამუშავდება.

წყარო-“ბიზნესპრესნიუსი“

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას აზარტულ თამაშებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში მოხსენებისას აზარტული თამაშების აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა.  ღარიბაშვილის განცხადებით, 1 500 000-ადამიანს შეეზღუდა წვდობა აზარტულ თამაშებზე. მისივე თქმით,…

ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქცია აქვს

''საქართველოს ბანკი” განაგრძობს ბიზნეს მომხმარებლის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული სიახლეების დანერგვას. ''საქართველოს ბანკის''  ბიზნეს ინტერნეტბანკს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლის…

“პროდუქციის ფასები არ გაძვირებულა”- რა არის სათამაშოების მწარმოებელი ქართული კომპანიების გეგმები

მიუხედავად ნედლეულის გაძვირებისა, სათამაშოების მწარმოებელ ქართული კომპანიების ნაწილს პროდუქციაზე ფასი არ მოუმატებია, ნაწილი კი იძულებული გახდა ფასი გაეზარდა. "bpn''-თან საუბრისას კომპანიების წარმომადგენლებმა…

“Fedex საქართველოში” მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა

კომპანია "Fedex საქართველოში" ამანათების გამოწერით ქვეყნებს შორის აშშ ლიდერობს, მას გერმანია და ჩინეთი მოჰყვება. როგორც BMG-ის, Fedex-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ნინო მენთეშაშვილმა განუცხადა, წელს…

გასაუბრების 10 ტაქტიკა, რომელიც სხვებისგან გამოგარჩევთ

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ მსოფლიოში აღიარებულ ბიზნესლიტერატურას ქართულ ენაზე გამოსცემს. მისი ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეული სერიაა „მარტივად“, რომელიც ყველასთვის პრაქტიკული სახელმძღვანელოა. ამ დრომდე ამ სერიის ფარგლებში გამოიცა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა