ნავთობკომპანია გალფმა Gulf Club-ის წევრებისთვის წამახალისებელი გათამაშება – “ევროპული ზაფხული გალფისგან” დაიწყო, რომელიც 15 ივნისიდან 6 სექტემბრის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
გათამაშების ფარგლებში ყოველთვიურად 7 გამარჯვებული გამოვლინდება, თითოეული მათგანი კი დასაჩუქრდება სამი ავტომობილით “CITROËN C3 Aircross”, ცხრა “VESPA”-ს ფირმის სკუტერითა და “1,000 ლიტრი საწვავი გალფისგან და 100,000 ქულა გალფ კლუბის ბარათზე”- 9 ერთეულით.
პირველი გათამაშების ფარგლებში, 14 ივლისს პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია. მთავარია თან იქონიოთ Gulf Club ბარათი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ ხართ გალფ კლუბის წევრი, ბარათს მიიღებთ გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან შეგიძლიათ ბარათის მოთხოვნის გაკეთება ონლაინ რეჟიმში. საწვავის 30-49.99 ლარის შენაძენზე მიიღებთ გათამაშების 1 ელექტრონულ ბილეთს, 50-99.99 ლარზე – 2 ბილეთს ხოლო 100 ლარზე ზევით შენაძენზე 5 ბილეთს.(ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 5 ბილეთისა).
თქვენი ბილეთების ნახვა შეგიძლიათ წამახალისებელი გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge; www.Gulf.ge ან Gulf Club-ის მობილურ აპლიკაციაში.
წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს, 19:15 საათზე, TV პირველის პირდაპირ ეთერში, სამი თვის განმავლობაში.
გათამაშების დღეებია: 14 ივლისი, 11 აგვისტო და 8 სექტემბერი;
წამახალისებელი გათამაშების თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ შერჩეული, გალფის ნებისმიერი ტიპის საწვავის 1000 ლიტრის ტალონი.