წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Chalet Mestia

0
გაზიარება

ყველა დამსვენებლის გემოვნების გათვალისწინებით, ოჯახის ისტორიული სახლის ფუძეზე 2018 წლიდან ქართული ელემენტებით გაჯერებული სასტუმრო Chalet Mestia ფუნქციონირებს. სასტუმროს გახსნისთანავე მოუწია კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისთან შებრძოლება, რასაც თავი წარმატებით გაართვა. ყველანაირი რეგულაციის დაცვითა და ტურიზმის ეტაპობრივად აღდგენასთან ერთად “შალე მესტია” სტუმრებს ისევ მასპინძლობს.

არქიტექტურაში უამრავი სტილია, და ერთ-ერთი მათგანი, რომელიც გამორჩეულია თავისი უჩვეულობით – არის შალე. სწორედ აქედან მომდინარეობს მესტიის გამორჩეული სასტუმროს სახელი, რომელიც შვეიცარიულ სტილთან ერთად ქართულ ელემენტებითან შერწყმული ინტერიერით არის წარმოდგენილი.

ხეში გაკეთებული კომფორტული ოთახები მთასთან ასოცირებულ ყველა წარმოდგენას რეალობად აქცევს.

სასტუმროს საერთო სივრცის ბუხართან კი ოჯახური ჰარმონია სუფევს, სადაც დამსვენებლები სამაგიდო თამაშებით ირთობენ თავს. სასტუმროში ფუნქციონირებს ბარი და რესტორანი, რომელიც სტუმრებს თავს სახლში აგრძნობინებს.

რესტორანი სასტუმროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მორგებულია ადგილობრივებისა და უცხოელების გემოვნებას.

რესტორანი ღიაა ყველა ადამიანისთვის, თუმცა სასტუმროს დამსვენებლებისთვის განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.

მიუხედავად ტურისტების მაღალი შეფასებებისა, “შალე მესტიის” გუნდი ყოველთვის ზრუნავს განვითარებაზე და სიახლეების დამატებაზე.

სრული კომფორტისა და მათი იდეეის კიდევ უკეთ განსახორციელებლად სამომავლოდ ვიზიტორებს ქართული ლუდის დაგემოვნება შეეძლებათ.

No photo description available.

 

 

მსგავსი სიახლეები

MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი

SGBA – MiniBoss ბიზნეს სკოლა თბილისი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. მსოფლიო ბრენდი უკვე საქართველოშია MiniBoss მსოფლიოში #1 ბრენდია ბავშვთა ბიზნესს განათლების კუთხით. სისტემისა და ინოვაციური…

KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon

SGBA – KASS LAND • წალკის კანიონი • Tsalka Canyon წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. აქვე თბილისიდან 90 წუთში, ერთდროულად შეძლებთ ისიამოვნოთ უნიკალური ბუნების ულამაზესი ხედებით და ექსტრემალური…

ქართული კერამიკა • Georgian Ceramics

SGBA – ქართული კერამიკა • Georgian Ceramics წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. ქართული კერამიკა • Georgian Ceramics გთავაზობთ სასაჩუქრე ყუთები: კერამიკით, ღვინით, სასმისებით. ქართული ორნამენტებითა და…

Tbilisi Automuseum – თბილისის ავტომუზეუმი

SGBA – Tbilisi Automuseum - თბილისის ავტომუზეუმი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი კომპანიაა. თბილისის ავტომუზეუმი კერძო პირის კოლექციის ბაზაზე შეიქმნა, რომელსაც ის 18 წლის განმავლობაში აგროვებდა და 2014 წლის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!