დღის სიახლეებისიახლეები

CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია სათაურით – „ქართული ღვინის ისტორია – 8000 წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოქვეყნდა

0
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ამერიკული ტელეკომპანია CNN-ის ოფიციალურ გვერდზე სტატია სათაურით – „ქართული ღვინის ისტორია – 8000 წლიანი უწყვეტი რთველი“ გამოქვეყნდა.

„საქართველო ამაყად ატარებს ღვინის სამშობლოს ტიტულს“ – CNN ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე თხრობას ასე იწყებს.

„ვაზის გაშენებისთვის ხელსაყრელი, ზომიერი კლიმატით დაჯილდოებული საქართველოს ლანდშაფტი 525-ზე მეტი ვაზის ადგილობრივი ჯიშის სამშობლო გახდა. სახელგანთქმული ალაზნის ველი, კავკასიონის მთების ფონზე, მეღვინეობის თავშესაფარია, კარგად გაჟღენთილი, მინერალებით მდიდარი ნიადაგების კომბინაციით და სიმაღლით, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინისთვის დამახასიათებელ გამორჩეულ გემოებსა და არომატს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ღვინის დაყენების კულტურა, რომელიც დაიწყო 8000 წლის წინ, არათუ ოდესმე დავიწყებას მიცემია, არამედ უფრო მეტად განვითარდა და გაძლიერდა. ქართული მევენახეობის ყველაზე გავრცელებული რიტუალი ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციაა. მიწაში ჩაფლული დიდი კონუსისებრი თიხის ჭურჭლის გამოყენება, დუღილის დროს ტემპერატურის ბუნებრივი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა, რაც მას უნიკალურ ტექსტურას და კომპლექსურობას ანიჭებს. იმის გამო, რომ ქვევრი „იუნესკოს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საქართველოს უძველესი მეღვინეობის პრაქტიკა კვლავაც გლობალურად მიმზიდველია… თუ გსურთ აღმოაჩინოთ მეღვინეობის სამშობლო, საქართველო, ქართული ღვინო ნაბიჯ-ნაბიჯ აცოცხლებს ღვინის დაყენების პროცესს ნიადაგიდან ბოთლამდე.

სტატიაში საუბარია, ასევე ქართულ სამზარეულოზე, საქართველოში დამკვიდრებულ ღვინის ფესტივალებზე და ღვინის ტურებზე, რაც იზიდავს როგორც ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ისე ტურისტებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!