31 მაისის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1.519 მლნ ადამიანი შეადგინა. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება შეადგენს 5.1 მლრდ ლარს, მათ შორის, დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.
2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით, პორტფელების გაშვებიდან (2023 წლის აგვისტო) დღემდე, ჯამური რეალური (ინფლაციის გათვალისწინებით) ამონაგებია:
- კონსერვატიული პორტფელი 7.68%
- დაბალანსებული პორტფელი 9.72%
- დინამიკური პორტფელი 11.04%