დღის სიახლეებიRSS კატეგორიავაჭრობის სფეროკვებამომსახურების სფეროფინანსები

„დანკინი“ 2022 წლის ბოლომდე საქართველოში 100-მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი

0
გაზიარება

“დანკინი” საქართველოში ქსელის სწრაფ განვითარებას განაგრძობს და 2022 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 100 -მდე რესტორნით იქნება წარმოდგენილი. „დანკინი“ დღეში 20 000-მდე მეტი ჭიქა ყავის რეალიზაციას ახდენს. შესაბამისად, ქსელის განვითარების პარალელურად კომპანია საქართველოში ყავის ყველაზე მსხვილი რეალიზატორის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

„ჩვენი მისიაა, რომ „დანკინი“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველასათვის ხელმისაწვდომ სივრცეში იყოს წარმოდგენილი. ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ობიექტების განვითარება სხვადასხვა ტიპის ლოკაციებზე, მათ შორის „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიების სავაჭრო ობიექტებზე, სინერგიის ეფექტს და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვაძლევს.

საქართველო „დანკინის“ სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა გახდა რესტორნების რაოდენობისა და გაყიდვების მაჩვენებლების მიხედვით. ქსელის სწრაფი განვითარებით „დანკინის“ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად იზრდება კომფორტი, რომლებსაც ისინი საყვარელი ყავის თუ ადგილობრივი წარმოების, ყოველდღიურად ახალი პროდუქტების მათთვის ხელმისაწვდომ ადგილას მიღებისას გრძნობენ. „დანკინის“ Drive Thru რესტორნები კი ავტომობილიდან გადმოსვლის საჭიროების გარეშე ემსახურებიან მომხმარებლებს და დამატებით კომფორტს უქმნიან მათ“, – აცხადებს „დანკინის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

“დანკინის“ რესტორნების სრულ ქსელს ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმო ამარაგებს, რომელიც 2016 წელს შეიქმნა, იმპორტირებული პროდუქტი სრულად ჩაანაცვლა და წარმოების ლოკალიზაცია მოახდინა.

“დანკინის” საწარმო ყოველდღიურად ახალი, 50-მდე სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანიის ძირითადი ამოცანაა ერთგულ მომხმარებელს „დანკინის“ მენიუს გამორჩეული გემო და გამორჩეული ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს.

2020 წელს “დანკინი” 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 32,000 რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი.

მსგავსი სიახლეები

2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, სამინისტრო პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, 2024-2025 სასწავლო წლიდან სკოლაში შესვლა იმ ბავშვებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 6…

საქართველოს მოქალაქეობის მიღების ვადა შესაძლოა შემცირდეს

კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეობის არმქონე პირი, სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეობას ჩვეულებრივი წესით მოიპოვებს საქართველოში 5 წლის განმავლობაში კანონიერად ცხოვრების შემდეგ, ნაცვლად 10 წლისა.…

საწვავის ფასი შესაძლოა, კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდოს

„მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს საცალო ბაზარზე ფასთა სხვაობას. ეს მიზეზია მომწოდებელი ქვეყანა რუსეთი, რომელსაც თვითონვე შეექმნა ქვეყანაში საწვავის დეფიციტი და აქედან გამომდინარე, ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ჩვენთან გაძვირებულია…

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს. ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!