დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

დემნა გვასალია-მილიარდიანი ბრენდის მილიონერი დიზაინერი

0
გაზიარება

დემნა გვასალია-Balenciaga-ს მიღმა მდგარი დიზაინერი, რომელმაც ბრენდის შემოსავალი დაახლოებით 2,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა“ – bloomberg 2021 წელი

1981 წლის 25 მარტს, სოხუმში დაბადებული ბიჭი, რომელიც მოგვიანებით საკუთარ სამშობლოში დევნილი გახდა და კიდევ უფრო ბევრი წლების შემდეგ, საქართველოდან წავიდა, მსოფლიოსთვის ცნობილი დაახლოებით 15 წლის წინ გახდა.

დემნა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დიზაინერია, Balenciaga-სთვის თავისი კოლექცია მან პირველად 2016 წლის მარტში წარადგინა. მანამდე ის „Maison Martin Margiela“-სა და „Louis Vuitton“-ის გუნდებში მუშაობდა. ამჟამად ფრანგული მოდის სახლის, „Balenciaga“-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია.

მანამდე დიზაინერი „მარჯიელაში“ მუშაობდა.

დემნა გვასალია სოხუმში, საქართველოში დაიბადა. ბავშვობიდან იყო დაინტერესებული ხატვითა და ტანსაცმლით, მაგრამ ოჯახის მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. 4 წლის შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე სტიპენდიანტი კურსდამთავრებული იყო. გადაწყვეტილი ჰქონდა სწავლის გაგრძელება მაგისტრატურაში ეკონომიკის მიმართულებით, მაგრამ მისი ოჯახი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, სადაც გადაწყვიტა ეკონომიკის მაგისტრატურის ნაცვლად, ანტვერპენში ხელოვნების აკადემიაში ჩაებარებინა.

ანტვერპენის სამეფო აკადემიაში, ხელოვნების ფაკულტეტზე ჩასარიცხი 800 მსურველიდან იგი იმ 70-ში მოხვდა, რომელმაც სამეფო აკადემიაში სწავლა დაიწყო. პირველი კურსის ბოლოს ის 16 რჩეულში დატოვეს, ხოლო სწავლის დასრულების შემდეგ, ვალტერ ვან ბეირენდონკმა, რომელიც აკადემიის რექტორი და დემნას პროფესორი იყო, მას თავის ბრენდში მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინერობა შესთავაზა. დემნა იქ წელიწადნახევარი მუშაობდა, რის შემდეგაც საკუთარი ნამუშევრები პარიზში გაგზავნა.

ახალგაზრდა ტალანტი „Maison Margiela“-ში მიიწვიეს. მისი ოფიციალური კარიერა მოდის სფეროში სწორედ Margiela -ში დაიწყო.

დემნამ პარიზში, Maison Margiela-ს ქალის და მამაკაცის ხაზის წამყვან დიზაინერად სამი წელი იმუშავა. ხელმძღვანელობდა „H&M & Margiela“-ის კოლაბორაციას 2012 წელს. შემდეგ შეთავაზება მიიღო „Louis Vuitton“-ის კრეატიული დირექტორისგან, მარკ ჯეიკობსისგან. მიუხედავად მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობებისა, გვასალიას ლუი ვიტონში მუშაობა არ მოეწონა და თავის მეგობრებთან (Margiela-დან) ერთად, შექმნა საკუთარი ბრენდი, „Vetements“ (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

გვასალიამ 2015 წელს Balenciaga-ს კრეატიული დირექტორის თანამდებობაზე დიზაინერი ალექსანდრე ვანგი შეცვალა.

“Wikipedia-ს, Forbes-ის, IMDb-ისა და სხვადასხვა ონლაინ რესურსებზე დაყრდნობით, ცნობილი დიზაინერის, გვასალიას ქონება 38 წლის ასაკში 1-დან 5 მილიონ დოლარამდეა. მან ფული მოდის სფეროში წარმატებული პოზიციონირებით გამოიმუშავა“ – წერს Popular Bio.

დემნა 2022 წლის მონაცემებით 1.5 მილიონ დოლარს ფლობს.

დემნა მის შემოსავალზე საჯაროდ არ ლაპარაკობს და პირად ცხოვრებასაც მედიისგან აქტიურად მალავს. ერთ-ერთ გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, რომ მას მეორე ნახევართან შვეიცარიაში, სიწყნარეში ცხოვრება ხიბლავს და მოსწონს, როდესაც მისი როგორც შემოსავლები, ასევე პირადი ცხოვრება ჩრდილში რჩება.

წარმატებული დიზაინერის ცხოვრება საკმაოდ ბევრი დაბრკოლებებით არის სავსე. ცოტა ხნის წინ Balenciaga სკანდალში გაეხვა. ბრენდი ორი სარეკლამო კამპანიის გამო, რომლებიც 16 და 21 ნოემბერს გამოვიდა, პედოფილიასა და ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში დაადანაშაულეს.ფაქტს დემნა გვასალია საჯაროდ გამოეხმაურა და ბოდიში მოიხადა:

“მინდა, პირადად მოვიხადო ბოდიში არასწორი შემოქმედებითი გადაწყვეტილების მიღების გამო – საჩუქრების კამპანიის კონცეფციაში ბავშვების მონაწილეობისთვის. ვიღებ პასუხისმგებლობას მომხდარზე. შეუსაბამო იყო ბავშვების მიერ იმ ნივთების პოპულარიზაცია, რომელთაც მათთან არაფერი აკავშირებთ.რამდენადაც მე ვცდილობ, ჩემი შემოქმედებით, ამა თუ იმ საკითხზე დაფიქრებისკენ მოვუწოდო ადამიანებს. ამას გამიზნულად არასოდეს გავაკეთებდი ისეთი საშინელი ფორმით, რასაც ბავშვზე ძალადობა ჰქვია – ამას ვგმობ. მორჩა.მე ამისგან უნდა ვისწავლო. უნდა მოვუსმინო და დავუკავშირდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებს, რათა გავიგო, როგორ შემიძლია მათ დავეხმარო ამ შემზარავ პრობლემასთან გამკლავებაში.ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო კამპანიის გამო.“ – განაცხადა გვასალიამ.

 

მსგავსი სიახლეები

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 140.282 მლნ დოლარით გაიზარდა

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 140.282 მლნ დოლარით, წინა თვესთან შედარებით კი, 426.952 მლნ დოლარით გაიზარდა.…

ვენახების კადასტრის პროგრამა დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში განხორციელდება

პროგრამა უკვე დასრულდა კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სადაც ჯამში, აღწერილია 45 312 ჰა ფართობის ვენახები. „2023 წელს, პროგრამა იმერეთის, სამეგრელოს და…

საქართველოში 2022 წელს 10 822 ნებართვა გაიცა 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

საქართველოში 2022 წელს გაცემულია 10 822 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტი) 7 421.9 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლები)-საქსტატი ნებართვების 77.2…

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn გაიხსნა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკისა და „ვაკა ისთეითის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გორში 5 ვარსკვლავიანი, 119  ნომრიანი  სასტუმრო -  Gori Inn…

ამსტერდამში უფასო სუპერმარკეტი გაიხსნა

სუპერმარკეტ Fris-ში პროდუქტებს ფასის ეტიკეტები არ ადევთ და მათი მოხმარება სოციალურად დაუცველ ფენას უფასოდ შეუძლია.თუმცა სუპერმარკეტი სოციალურად დაუცველებს ერთი პირობით ემსახურება, რომ ისინი თავიანთი ფინანსური მდგომარეობის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!