დღის სიახლეები

დღეს, ნიკო კვარაცხელიას – „მომავლის ბიჭის“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

0
გაზიარება

დღეს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ნიკო კვარაცხელიას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

„მომავლის ბიჭის“ – ასე ქვია წიგნს, რომელიც ნიკო კვარაცხელიას მიერ 14 წლის ასაკში შექმნილი წიგნის გაგრძელებაა. მკითხველი ეზიარება ნიკოს ხანმოკლე, თუმცა ძალიან საინტერესო და წარმატებული ცხოვრების ისტორიას. წიგნში ასევე წაიკითხავთ მისი მეგობრების მიერ მონათხრობ ამბავს ნიკოზე და გაეცნობით ჯერ კიდევ საზოგადოებისთვის უცნობ მის ნახატებს.

წიგნის პრეზენტაციამდე – 13:00 საათზე მოეწყობა ნიკო კვარაცხელიას სახელობის საფეხბურთო ტურნე, რომელშიც 35-ე საფეხბურთო სკოლა, ნორჩი დინამო, ვიდ ჯორჯოა, ავაზა და მერანი მიიღებენ მონაწილეობას.

ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, კიდევ ერთი კომფორტული დასასვენებელი ადგილი – ნიკო კვარაცხელიას სახელობის სკვერი მოეწყობა. სწორედ ამ სკვერში მდებარე ტაძარში გაიმართება ნიკოს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი.

22 წლის ნიკო კვარაცხელია, ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია. ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა, თანამოაზრეებთან ერთად 2019 წელს, ჯერ კიდევ სტუდენტმა შექმნა. პლატფორმის მიზანი სოციალური ქსელების „უსამართლო“ მიდგომის შეცვლა იყო, რათა ყველა ადამიანს მისცემოდა ინფორმაციის გავრცელების თანაბარი შესაძლებლობა – იქნებოდა ეს მომხმარებელი, რომელსაც ბევრი მეგობარი თუ გამომწერი ჰყავს თუ ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ნაკლებად პოპულარულია. ნიკო კვარაცხელია Forbes-ის 30 Under 30-ის გამარჯვებულიც იყო.

12 აგვისტოს ნიკო კვარაცხელია 23 წლის გახდებოდა.

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!