ბიზნესი

”ელგიმ” „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მზის პანელები დაამონტაჟა

0
გაზიარება

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „ელგის“ პარტნიორობის ფარგლებში კახეთში, ქალაქ თელავში, მზის ელექტრო სადგურები დამონტაჟდა. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია წლიურად 150 მეგავატის გამომუშავებას შეძლებს. მზის ელექტროსადგურის მშენებლობის შემდეგ კომპანიის ელექტრო ენერგიის დღიური გამომუშავება უკვე 300 ლარს შეადგენს. კომპანია წელიწადში 48 000 ლარამდე დაზოგავს, რასაც კვლავ საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარს.

პროქტის ჯამური ბიუჯეტი 1 365 000 ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 1 145 000 ლარს შეადგენს.

„ჩვენ საქართველოს ბანკთან უკვე რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ და მოხარული ვართ რომ ახალი პროექტიც სწორედ მათი მხარდაჭერით განვახორციელეთ. კომპანია „ელგი“ ოპერირებს ბაზარზე სასტუმრო „ალაზნის ველით“, რომელიც მდებარეობს კახეთის შუაგულში, ისტორიულ ქალაქ თელავში. სასტუმრო მოიცავს 50 ნომერს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტიპის სასტუმროსათვის განკუთვნილი ყველა საჭირო აქსესუარებით. სასტუმრო ასევე მოიცავს საუკეთესო ქართულ რესტორანსა და ტერასას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნოთ ტრადიციული ქართული სამზარეულოს კერძები და საქვეყნოდ ცნობილი ქართული ღვინოები. სწორედ ამ სასტუმროსთვის დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგური, რომელიც გაზრდილი ელექტრო ენერგიის საფასურის ფონზე მნიშვნელოვნად დაგვიზოგავს გადასახადს და მოგცემს შესაძლებლობას, დაზოგილი თანხა კვლავ ბიზნესის განვითარებას მოვახმაროთ“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა კონსტანტინე მახათელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით დანერგა ეკომეგობრული პროდუქტი − ენერგოკრედიტი მზის ელექტროსადგურებისთვის. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები, შედეგად კი, მიიღოს ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო. აღნიშნული პროდუქტის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმაროს.

მსგავსი სიახლეები

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გამარჯვებული სასტუმრო „საირმე“ გახდა

სასტუმრო „საირმემ“ Welcome to Georgia-ს 2022 წლის შემაჯამებელ ცერემონიაზე, ზედიზედ მეორედ, „საუკეთესო 4 სეზონის სამთო სასტუმროს“ ჯილდო მოიპოვა. ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის დაჯილდოებაზე, 350 მონაწილიდან, სულ 24…

თებერვალში მშენებლობა წლიურად 5%-მდე გაძვირდა

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მშენებლობა თითქმის 5%-ით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით…

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიან ფილმში Extraction 2 ქართველი მსახიობები ითამაშებენ

Netflix-ის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, Extraction 2-ის ახალი ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებელ კრის ჰემსვორტთან ერთად ქართველ მსახიობებსიც ჩანან. Extraction 2-ში მსახიობები თინათინ დალაქიშვილი, თორნიკე…

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5350 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.5390 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5აპრილის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5420…

ფორმულა 1-ის პარტნიორ პრემიუმ ბრენდებს საქართველოში „თეგეტა მოტორსი“ წარმოადგენს

წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, ფორმულა 1-ის ჩემპიონატი, მარტიდან მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ავტორბოლის ყველაზე ძვირ და მაღალტექნოლოგიურ სახეობაში რბოლა ნოემბრამდე გაგრძელდება და გამარჯვებულიც ამ…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!