აქსესუარებიბიზნესიდღის სიახლეებისტარტაპები

ELMA – 100 %-ით ორგანული, თავის მოვლის საშუალებები ქალისა და მამაკაცისთვის

0
გაზიარება

სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და კომპანიის გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.

Geobusinessnews გაგაცნობთ მაკოს, “ELMA”-ს დამფუძნებელს, რომელსაც იდეა ეწარმოებინა სურნელოვანი და ფერადი საპნები 2020 წელს გაუჩნდა.

ყველაფერი დაიწყო კითხვით: რა სჭირდება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი? რა შეიძლება იყოს ის, რაც შენს ბუნებრივობას გაუსვამს ხაზს?

საპონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო საპნის წარმოება იმდენად ფართო სფეროა, რომ ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას შეიძლება მოარგო.

პანდემიის პირობებში ყველა ადამიანმა დაუსვა ერთი კითხვა საკუთარ თავს. რა შემიძლია გავაკეთო პანდემიის პირობებში, რომ არ გავჩერდე და თან გავაკეთო რაიმე სასარგებლო საზოგადოებისთვის. როგორც მაკო იხსენებს, მისი ინსპირაციაც სწორედ ეს იყო.

„გავაკეთე ჩემი მიდგომის, აზროვნების და მიზნის რესტარტი. რამაც საკუთარი მიზანი და საჭიროება დამანახა. ყველაზე დიდი ბარიერი რაც გადავლახე იყო თავის დამკვიდრება საკმაოდ კონკურენტულ გარემოში. ნდობის მოპოვება ძალიან რთულია, თუმცა თავდაუზოგავი შრომით კომპანია ELMA-მ შეძლო ამ წინაღობის დაძლევა. ყველაზე დიდი მარკეტინგული გათვლა, რაც გავაკეთე იყო ის, რომ მოვიძიე დაფინანსების წყარო და გავაკეთე ელმა-ს რებრენდინგი. მოკლე დროში შევქმენი პროდუქტის ისეთი ვიზუალი, რომელიც არ ჩამოუვარდება მსოფლიო კოსმეტიკურ ბაზარზე არსებულ წარმატებულ და აღიარებულ ბრენდებს.“

პროდუქტებმა თავიდანვე დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება საზოგადოებაში, რამაც მაკოს სტიმული მისცა გაეზარდა წარმოება ქალისა და მამაკაცის ხაზზე :

„საქართველოში დიდი კონკურენციაა ქალის თავის მოვლის საშუალებებზე, თუმცა მინდა ავღნიშნო, რომ ELMA-ს მამაკაცის ხაზი ერთ-ერთი უკონკურენტოა და მომხმარებელზე 100%-ით არის მორგებული.

ამ ეტაპზე კომპანია ELMA  აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს. გვაქვს რამოდენიმე ხაზი როგორიც არის:სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები   და სხვა. ჩვენთან მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით შექმნას სასურველი სასაჩუქრე ნაკრები, ვცდილობთ ვიყოთ ახლოს მომხმარებელთან და გავითვალისწინოთ მათი სურვილები, ეს ქმნის წარმატების გარანტიას მომსახურების ყველა სფეროში. ასევე გვაქვს სპეციალური შეთავაზებები კომპანიებისთვის, რაც კორპორატიულ შეკვეთებს გულისხმობს. ცალკეული პროდუქციის ფასი მერყეობს 3-დან 40-50 ლარამდე, ნაკრებების ფასი 50-დან 250 ლარამდე და მეტი.  გაიზარდა ცნობადობა,  ნდობა და ინტერესი მომხმარებლის მხრიდან. ამ ეტაპზე პროდუქტები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია, როგორც სოციალურ ქსელში (FACEBOOK, INSTAGRAM, TikTok) ასევე რამოდენიმე სააფთიაქო ქსელში, ესთტიკურ ცენტრში და აუზებზე (ფარმაგიდის აფთიაქებში, Viva Aesthetic’s, ოლიმპიური აუზი ) გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკება რამოდენიმე კომპანიასთან.  ჩემს სტიმულს წარმოადგენენ სწორედ ის კმაყოფილი მომხმარებლები, რომლებიც უკვე შემოუერთდნენ ჩვენს რიგებს და გახდნენ ჩვენი პროდუქტის აქტიური და ერთგული მომხმარებლები.“

მისი თქმით, კომპანია სამომავლოდ შოურიმის გახსნას გეგმავს, რათა მომხმარებლებთან მაქსიმალური სიახლოვე შეძლოს. კომპანია გეგმავს სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობას, რათა მოხდეს დამატებითი ფინანსების მოძიება.

„ELMA” აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა აქტივობაში, როგორც არის ქალი მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი, მიზნესის მხარდაჭერის პროექტები, სემინარები, ცოდნის ამაღლების კურსები (გაყიდვების, მენეჯმენტის, მომსახურების, სოც. მედიის კუთხით და სხვა). კომპანია გეგმავს საქართველოში თავის დამკვირდების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზეც გავიდეს.

 

მსგავსი სიახლეები

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა 65%-ით გაიზარდა

2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხა 65%-ით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით,…

ბიტკოინის ფასი თითქმის 2%-ით დაეცა და ამჟამად 27,600 დოლარს შეადგენს

ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2.2%-ით შემცირდა, თუმცა ის მაინც აჭარბებს $1.16-ტრილიონიან მაჩვენებელს.მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 534 მილიარდი დოლარის ფარგლებშია. დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება რიგით მეორე უმსხვილეს…

საქართველოში მოქმედი ხუთი ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგის ტოპ 20-ულში მოხვდა

Forbes-მა ხუთი ქართული ბანკი საიმედო ბანკების რეიტინგში შეიყვანა, სიაში მოხვდნენ ProCredit Bank, Halyk Bank Georgia, TBC Bank, Bank of Georgia („საქართველოს ბანკი“) და Liberty Bank. ბანკების რანჟირება საერთაშორისო სარეიტინგო…

23 მარტის ვალუტის კურსი

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.5750 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 22 მარტის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5754 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი…

საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტის დაზიანება-განადგურება 300 ლარით დაჯარიმებას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს

მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის, ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!