წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორები

Elma

0
გაზიარება

სურნელი, დახვეწილობა, სილამაზე, საჭიროება, ამ შტრიხების ერთობლიობა ქმნის ELMA-ს პროდუქტებს და ხდის მას განსაკუთრებულს. თითოეული პროდუქტის შექმნა შემოქმედებითი პროცესი და “ElMA”-ს გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია.

ყველაფერი დაიწყო კითხვით: რა სჭირდება ნებისმიერ ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში? რა არის ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი? რა შეიძლება იყოს ის, რაც შენს ბუნებრიობას გაუსვამს ხაზს?

კომპანიის დამფუძნებელ მაკოს 2020 წელს დაებადა იდეა საპნის წარმოებაზე. საპონი არის ის, რაც თითოეულ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურობაში. საპნის წარმოება იმდენად ფართო სფეროა, რომ შეგიძლია ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოარგო. ნებისმიერი კანის ტიპს.

როგორც მაკო ამბობს, პროდუქტებმა თავიდანვე დაიმსახურა დიდი ინტერესი და მოწონება საზოგადოებაში, რამაც მისცა სტიმული, გაეზარდა  წარმოება ქალისა და მამაკაცის ხაზზე.  საქართველოში დიდი კონკურენციაა ქალის თავის მოვლის საშუალებებზე, თუმცა ELMA-ს მამაკაცის ხაზი ერთ-ერთი უკონკურენტოა და მომხმარებელზე 100%-ით არის მორგებული.

ამ ეტაპზე კომპანია ELMA  აწარმოებს ქალისა და მამაკაცის ხაზის მიმართულებით 100-მდე დასახელების პროდუქტს. როგორიც არის :სახის მოვლა, თმის მოვლა, ტანის მოვლა, მამაკაცის წვერის მოვლა, 100%-ით ნატურალური აქსესუარები, სასაჩუქრე ბოქსები   და სხვა. მომხმარებელს შეუძლია საკუთარი გემოვნებით შექმნას სასურველი სასაჩუქრე ნაკრები, რაც ELMA-სა და მომხმარებლებს კიდევ უფრო აკავშირებს ერთმანეთთან.

მსგავსი სიახლეები

ბადიში • Badishi

ბადიში • Badishi არის გურული საოჯახო ფირმა, რომელიც გურიაში, გურული დარაიონებული ჯიშის კულტურებით, გამორჩეული გემოს მქონე გურულ სუნელებს, ტყემალს, აჯიკას და საწებელს ამზადებს. პროდუქტის რეცეპტები ბებოსგან შთამომავლობით…

Hometta • ჰომეტა

Hometta • ჰომეტა ავეჯის საწარმოა, რომელიც ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას, რეალობაში ასახავს. კომპანია Hometta • ჰომეტა გთავაზობთ…

Jer.ge/ჯერჯი

Jer.ge/ჯერჯი არის ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მისთვის საჭირო/სასურველი ხარისხიანი პროდუქცია სახლიდან გაუსვლელად და ისარგებლოს ადგილზე…

კარულა – karula

დიდი შრომის და ძალისხმევის შედეგად 2022 წელს კომპანია „კარულა“ დაარსდა, რომელიც მომხმარებლებს კარის სახელურების, სრულიად განსხვავებულ და ესთეტიურ დიზაინებთან ერთად, კარისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობებს :  გამაჩერებლები,…

დელ ჰაუსი

კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია - „დელ ჰაუსი“  2009 წელს შეიქმნა და მომხმარებლებს სურვილის და მოთხოვნების შესაბამისად, მაღალი სტანდარტის, თანამედროვე სტილისა და ყველა სირთულის მდფ-ის შიდა კარს სთავაზობს. კომპანიის…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!