RSS კატეგორია

რუსეთში, McDonald’s-ის რესტორნებს ახალი ქსელი «Вкусно и точка» ჩაანაცვლებს

0
გაზიარება

რუსეთში, McDonald’s-ის რესტორნებს ახალი ქსელი «Вкусно и точка» ჩაანაცვლებს. პირველი რესტორანი მოსკოვში დღეს იხსნება.

როგორც Forbes Russia წერს, ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ოლეგ პაროევმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განახლებული სახელით 15 რესტორანი დაიწყებს მუშაობას, თუმცა მას McDonald’s-ის მსგავსი მენიუ და დიზაინი ექნება. კიდევ 50 რესტორანი კი ხვალ, 13 ივნისს გაიხსნება. ამის შემდეგ, ეტაპობრივად კომპანია კვირაში უკვე ყოფილი McDonald’s-ის 50-100 რესტორნის მუშაობას განაახლებს.

რუსული McDonald’s-ის ახალი მფლობელი მიმწოდებლებთან პარტნიორობას შეინარჩუნებს. რაც შეეხება მენიუს, ახალი ქსელის მენიუში Big Mac და McFlurry არ იქნება, თუმცა იქნება მომხმარებლისთვის ბევრი ნაცნობი პროდუქტი, მათ შორის, ჩიზბურგერი, ცეზარ როლი, ჩიკენბურგერი და ნაგეთსი. ამასთან, ახალ რესტორნებში McDonald’s-ის დეკორის ბევრი დეტალი შენარჩუნდება. თუმცა პეროევის თქმით, კორპორაციული M ბრენდის დიზაინიდან გაქრება.

გარდა ამისა, კომპანიამ გამოაცხადა ტენდერი, რათა „კოკა-კოლა“ სხვა სასმელით ჩანაცვლდეს, ვინაიდან „კოკა-კოლამ“ რუსეთში ბიზნესი მარტში შეწყვიტა, ხოლო მისი CEO ჯეიმს ქუინსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთიდან სრულად გავიდეს. ამასთან, McDonald’s-ის რუსული ბიზნესის ახალმა მფლობელმა, ალექსანდრ გოვორმა განაცხადა, რომ განახლებული რესტორნების მენიუში ალკოჰოლური სასმელები არ იქნება. 

ცნობილია, რომ რუსული McDonald’s-ის განახლებული ბიზნესის ფარგლებში დასაქმებულების სრულად შენარჩუნება იგეგმება.

„ჩვენ მოვახერხეთ, რომ თითოეული დასაქმებული შეგვენარჩუნებინა. საუბარია დაახლოებით 51 000 ადამიანზე. ყველა მათგანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასს იღებდა. უფრო მეტიც, მარტში ჩვენ ხელფასი გავზარდეთ კიდეც“, – აცხადებენ კომპანიის მმართველ რგოლში.

კომპანია რუსეთის მასშტაბით მდებარე ყოფილი McDonald’s-ის 850-ივე რესტორნის მუშაობის განახლებას გეგმავს. უფრო მეტიც, მმართველები ამბობენ, რომ 5-6 წლის განმავლობაში რესტორნების რაოდენობის 1000-მდე ზრდას აპირებენ.

შეგახსენებთ, McDonald’s-მა რუსეთში ბიზნესის გაყიდვის და რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ მაისის შუა რიცხვებში განაცხადა. 19 მაისს ცნობილი გახდა, რომ ამ ბიზნესს ბიზნესმენი ალექსანდრ გოვორი ყიდულობდა. გოვორი 2015 წლიდან McDonald’s-ის პარტნიორი იყო რუსეთში. მან ციმბირში 25 ფრანჩაიზი გახსნა. აღსანიშნავია, რომ McDonald’s-მა მომდევნო 15 წლის მანძილზე ბიზნესის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.

მსგავსი სიახლეები

Business summit 2024-ის შესახებ ინტერვიუ B2B სივრცეში წარმოდგენილი კომპანიის Konica Minolta Georgia-ს წარმომადგენელთან, თამარ შოშიტაშვილთან

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბიზნეს შეხვედრა - Business summit 2024 გაიმართა, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო პლატფორმას, ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს…

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო ვალი 216.3 მლნ დოლარით გაიზარდა

2024 წლის ივლისის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.812 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 23.981 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 216.361 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 111.061 მლნ…

Business Summit 2024-ის შეჯამება, ახალი პროექტი ბიზნესებისთვის და საინტერესო რჩევები სტარტაპერებს – ინტერვიუ SGBA-ს პრეზიდენტთან, მაია ტატულაშვილთან

წლის მთავარი ბიზნეს მოვლენის SGBA-Business Summit 2024-ის შესახებ, წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა Maia Tatulashvili-მა დეტალირად ისაუბრა თუ რას ეძღვნებოდა სამიტი, რატომ იყო საინტერესო და გამორჩეული…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!