2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები. ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქვეყნებს.
15 მარტიდან მიმდინარეობს პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათი) უსასყიდლოდ ჩანაცვლების აქცია.
არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს.
ამ დროისთვის აღნიშნული აქციით 105 131-მა ადამიანმა ისარგებლა.