დღის სიახლეებიპარტნირებისაზოგადოება

რა ეტაპებთან არის დაკავშირებული სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა?

0
გაზიარება

სტომატოლოგია, მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგი, დღეს ერთგვარ შემოსავლიან ბიზნესად მოიაზრება, თუმცა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა სხვადასხვა  ეტაპებთან არის დაკავშირებული და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის შემცველ საქმიანობად ითვლება, ამიტომ ის მკაცრი რეგულაციების დაცვით უნდა განხორციელდეს.

ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგის პრეზიდენტმა, ირინა ბერკაცაშვილმა, GEOBUSINESSNEWS-თან ისაუბრა სახელმწიფო კანონმდებლობაზე და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ეტაპებზე, რომელთა გავლაც სავალდებულოა ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს სტომატოლოგიური კლინიკის გახსნა საქართველოს ტერიტორიაზე.

„ კლინიკის გახსნის მსურველს, პირველ რიგში ის უნდა დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად (შპს ან ინდ.  მეწარმე) და კლინიკა მოაწყოს  ფართში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ რეგლამენტს, არის ადაპტირებული შშმ პირებზე და დაცულია შრომის უსაფრთხოების ნორმები. აუცილებელია დარეგისტრირდეს საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროში, როგორც მაღალი რისკის შემცველი საქმიანობა.  თუ ახორციელებს ბირთვულ და რადიაციულ საქმიანობას(რენტგენი, ვიზიოგრაფია და ა.შ)  დაარეგისტრიროს რენტგენის კაბინეტი  ორ ინსტანციაში. დარეგისტრირდეს სახიფათო სამედიცინო ინფექციური  ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტად და მხოლოდ ყველა დოკუმენტაციის მოწესრიგების და სტანდარტის  დაცვის  შემდეგ მიმართოს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს რომ მოიპოვოს მუშაობის უფლება.

მუშაობის პროცესში გარდა ზემოთ ხსენებული რეგულაციებისა,  კიდევ უამრავი დეტალის გათვალისწინება უწევს სტომატოლოგიური კლინიკის დამფუძნებელს, როგორიცაა მაგალითად სტატისტიკის წარმოება, პაციენტის სამედიცინო ბარათების ელექტრონული წარმოება, ნარჩენების მართვის ელექტრონული წარმოება. სამწუხაროდ ელექტრონული სისტემების გაუმართავობა სერიოზულ პრობლემებს უქმნის სტომატოლოგებს. ხშირია შემთხვევა როდესაც კლინიკა ჯარიმდება. გამომდინარე  ორგანიზაციის წესდებიდან, ჩვენი მიზანია მედპერსონალის უფლებების დაცვა,რაც პაციენტზე ზრუნვის, მათთვის უსაფრთხო სტომატოლოგიური სერვისის მიწოდების დანერგვის გარეშე შეუძლებლად მიგვაჩნია, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად აქტიურად ჩავერთოთ კლინიკების მართვის პროცესში ნებაყოფლობით, კლინიკის ხელმძღვანელობის ან მედპერსონალის მომართვის საფუძველზე და წინასწარ, ჯარიმებამდე, ვიდრე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო შეამოწმებს, მანამდე დავეხმაროთ კოლეგებს რომ  აღმოიფხვრას ხარვეზები.”

ჯანდაცვის განვითრებისა და უფლებათა დაცვის ლიგის მობილური ჯგუფები მყისიერად რეაგირებენ და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში აქტიურად ეხმარებიან კლინიკებს ყოველგვარი ჯარიმის გარეშე განახორციელონ უსაფრთხო სტომატოლოგიური სერვისის მიწოდება კანონმდებლობის და რეგულაციების გათვალისწინებით.

ნებისმიერი დამატებითი კითხვის შემთხვევაში წერილობით მიმართეთ [email protected]  [email protected] ან დარეკეთ ნომერზე  – 599381658.

 

მსგავსი სიახლეები

2024 წელს კომერციულმა ბანკებმა 711.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს

2024 წლის იანვარ-მარტში კომერციულმა ბანკებმა 711.845 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, საიდანაც 234.936 მლნ ლარი იანვარზე, 225.636 მლნ ლარი თებერვალზე, 251.273 მლნ ლარი კი მარტზე მოდის. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ…

დღეიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი გახდა – ბილეთის ფასი 5 ევროა

დღეიდან, 25 აპრილიდან ვენეციაში შესვლა ფასიანი ხდება. ქალაქში შესასვლელი ბილეთის ფასი 5 ევროა (5.3 დოლარი). ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ იტალია გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავსი…

Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა

საქართველოში გადასახადების შემდგომი საშუალო თვიური სუფთა ხელფასი 1 300 ლარია. მსოფლიოში ყველაზე დიდ მონაცემთა ბაზის Numbeo-ს რეიტინგში 96 ქვეყანას შორის საქართველო საშუალო ხელფასის ოდენობით 71-ე ადგილზეა. შედარებისთვის:…

Hometta Design • ჰომეტა დიზაინი – შექმენი შენთვის!

ავეჯის საწარმო Hometta Design • ჰომეტა დიზაინი 2018 წლიდან ინტერიერის შემქმნელებს, დიზაინერებსა და სივრცის მფლობელებს შთააგონებს საოცნებო, ორიგინალური ავეჯით და მათ წარმოსახვას რეალურ სივრცეში ასახავს, კომპანია მომხმარებლებს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!