1-ლი მარტიდან, “ლილო მოლის” ტერიტორიაზე პარკინგი, ნაცვლად 3 ლარისა, 5 ლარი იქნება,შესაბამისი განცხადება სავაჭრო ობიექტის ტერიტორიაზე უკვე გამოკრულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით “ლილო მოლის” გენერალური დირექტორი გიორგი კვარაცხელია განმარტავს, რომ იწყება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამასთან, “ყველაფერი გაძვირდა”, შესაბამისად, ავტოსადგომის გამოყენების ღირებულებაც იზრდება.
“ვიწყებთ პარკინგის მოწესრიგებას, ასევე, ინფრასტრუქტურის, ყველაფერი გაძვირდა, შესაბამისად, იზრდება საფასურიც”, – აცხადებს გიორგი კვარაცხელია.
კომპანიის მონაცემებით, “ლილო მოლს” წელიწადში 4 მლნ მომხმარებელი სტუმრობს.