სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უახლესი Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების გაყიდვა მიმდინარეობს.
სამსუნგის ერთგულ მომხმარებლებს – თუ 1 მარტიდან შეიძენ Galaxy S23 სერიის ნებმისმიერ მოდელს სამსუნგის ჰოლოგრამით, საჩუქრად მიიღებ ეკრანის 1 წლიან გარანტიას – რაც გულიხსმობს, 1 წლის განმავლობაში დაზიანებული/გატეხილი ეკრანის შეცვლას, მხოლოდ მომსახურების ფასად; ამასთანავე, მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური Galaxy S23 სერია დამატებით 1 წლიანი გარანტიით, ანუ ჯამში 3 წელი გარანტიით არის უზრუნველყოფილი.
ჰოლოგრამიან Galaxy S23 სერიას გააჩნია ოფიციალური გარანტია და ავტორიზირებული სერვის ცენტრის მომსახურება. საჭიროების შემთხვევაში მოგემსახურებიან მხოლოდ სერტიფიცირებული ტექნიკოსები, ხოლო დაზიანებულ ნაწილს შეგიცვლიან მხოლოდ ახალი და ორიგინალი ნაწილით.
სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში, შენ გაქვს შესაძლებლობა მიიტანო შენი არსებული სმარტფონი, შეაფასო და მიიღო ფასდაკლება უახლეს ფლაგმანზე.
სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი. ყოველთვის გახსოვდეს, რომ შეიძინო სამსუნგის სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით.
პირველად სამსუნგის S სერიების ისტორიაში, საქართველოში ოფიციალურად გაყიდვაში იქნება Galaxy S23 Ultra Qualcomm-ის 4nm ფლაგმანური ჩიპსეტით. თამაშებისა და კონტენტის შექმნის მოყვარულებისათვის უმნიშნელოვანესია ისეთი ტექნოლოგიები, რომლებიც არღვევენ საზღვრებს და აჭარბებენ მოლოდინს. „Snapdragon® 8 Gen 2 მობილური პლატფორმა Galaxy-ისათვის“ მსოფლიოს უსწრაფესი მობილური გრაფიკისა და ინოვაციური AI დახმარებით, თამაშის შთამბეჭდავ გამოცდილებას გვთავაზობს. Galaxy S23 Ultra-ს 5,000 mAh-იანი ელემენტი 20%-ით მეტ ხანს ძლებს. Galaxy S23 Ultra-ში ვხვდებით ჩაშენებულ სენსორულ კალამს S-Pen, რომელსაც Galaxy-ის ერთგული მომხმარებლები კარგად იცნობენ და უყვართ, რადგან იგი იძლევა ამოუწურავ შესაძლებლობას იყვნენ მეტად პროდუქტიულები და კრეატიულები.