2022 წლის 10 დეკემბერს ბიზნეს დაჯილდოება – „პასუხისმგებლიანი ბიზნესი 2022“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ ინიციატივითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.
ჯილდო გადაეცემა დამსაქმებლებს, რომლებიც გამოირჩევიან ღირსეული სახელფასო პოლიტიკით, მაღალი პასუხისმგებლობით ყველა პოზიციაზე დასაქმებულების წინაშე, რაც გულისხმობს დასაქმებულის შრომის ადეკვატურ დაფასებასა და ღირსეული ანაზღაურების შეთავაზებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე ბიზნეს სუბიექტებს, ეკონომიკური საქმიანობის ყველა სექტორიდან.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსოთ განაცხადი – https://cutt.ly/F1rSkRo, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.
დაჯილდოება თბილისში – 2022 წლის 10 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.