2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8% შეადგინა. ინფორმაციას “საქსტატი” ავრცელებს.
მონაცემების მიხედვით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაცია 1.1%-ით განისაზღვრა.
საქსტატის მიონაცემებით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებში მოხვდა ანტიბიოტიკები, ხახვი და წიწიბურა.
2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:
- ანტიბიოტიკები – 27%-ით გაიაფდა;
- ხახვი – 23.5%-ით გაიაფდა;
- წიწიბურა – 23%-ით გაიაფდა;
- კომბოსტო – 17%-ით გაიაფდა;
- სიმინდის ფქვილი – 15.6%-ით გაიაფდა;
- კარტოფილი – 10.6%-ით გაიაფდა;
- მზესუმზირის ზეთი – 8,6%-ით გაიაფდა;
- მაკარონი და მაკარონის ნაწარმი – 8,3%-ით გაიაფდა;
- მანანის ბურღული – 8%-ით გაიაფდა;
- პელმენი (ნახევარფაბრიკატი) – 7,4%-ით გაიაფდა.