სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19,042 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 5,592 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა 31.8 %-ით), ხოლო იმპორტი 13,450 მლრდ აშშ დოლარს (ზრდა 33.2%-ით).
10 პროდუქტი,რომელიც საქართველომ 2022 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით გაყიდა:
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 1.02 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 2021 წელთან შედარებით 25.6%)
- მსუბუქი ავტომობილები – 903.8 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 98%)
- ფეროშენადნობები – 459. 8 მლნ აშშ დოლარი (კლება 2021 წელთან შედარებით 3.7%)
- აზოტოვანი სასუქები – 281. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 135.5%)
- ყურძნის ნატურალური ღვინოები – 252 5 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.5%)
- სპირტიანი სასმელები – 148 14 მლნ აშშ დოლარი (კლება 4.9%)
- მინერალური და მტკნარი წყლები – 112. 5 მლნ აშშ დოლარი (კლება 20.7%)
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 109. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 10.4%)
- თხილი და სხვა კაკალი – 102. 5 მლნ აშშ დოლარი (კლება 13.3% )
- ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 84. 5 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 91.8%)
დანარჩენი საქონელი – 2.113 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 34.2%)
უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების იმპორტს საქართველოში:
- მსუბუქი ავტომობილები – 1.6 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.1%)
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 1.3 მლრდ აშშ დოლარი (ზრდა 62.4%)
- სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 775.2 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.3%)
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 461.3 მლნ აშშ დოლარი (ზრდა34.7%)
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 404 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 5.7%)
- სატელეფონო აპარატები – 323.6 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 43.2%)
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 182.9 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 23.8%)
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები – 130. 4 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 28.1%)
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 118.9 მლნ აშშ დოლარი (ზრდა 60.1%)
- სატვირთო ავტომობილები – 103.4 მლნ აშშ დოლარი (კლება 2021 წელთან შედარებით 1.8%)
რაც შეეხება დანარჩენ პროდუქციას, სრულად იმპორტმა 7.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წელთან მიმართებით ზრდამ კი, 28.4%