საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფულადი გზავნილების ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში უცხოეთიდან საქართველოში 387 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, რაც წინა თვესთან შედარებით 85%-ით მეტია.
ქვეყნებს შორის პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც მიღებული გზავნილები მიგრანტთა გადმორიცხვებია. მეორე პოზიციას იტალია იკავებს, საიდანაც 36 მილიონი დოლარი შემოვიდა, მესამეზე კი 29 მილიონით აშშ-ია.
- რუსეთის ფედერაცია – $174 მლნ, მატება წინა წელთან 351%
- იტალია – $36 მლნ, მატება წინა წელთან 7%
- აშშ – $29 მლნ, მატება წინა წელთან 17%
- საბერძნეთი – $18 მლნ, კლება წინა წელთან -8%
- ყირგიზეთი – $18 მლნ, მატება წინა წელთან 417%
- ისრაელი – $16 მლნ, მატება წინა წელთან 7%
- გერმანია – $16 მლნ, მატება წინა წელთან 47%
- ყაზახეთი – $10 მლნ, მატება წინა წელთან 72%
- თურქეთი – $10 მლნ, კლება წინა წელთან -1%
- სომხეთი – $9 მლნ, მატება წინა წელთან 677%
2022 წლის სექტემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.0 მლნ აშშ დოლარი (91.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის სექტემბრის (29.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.4%-ით მეტია.