2022 წელს მსოფლიოს 3 194 მილიარდერიდან ქალები მხოლოდ 12,5% შეადგენდნენ.
ბევრმა უმდიდრესმა ქალბატონმა ქონება მემკვიდრეობით ან მეუღლისგან მიიღო, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც იმპერია თავად შექმნა.
10 უმდიდრეს ქალი მსოფლიოს მასშტაბით:
-
საფრანგეთი – ფრანსუა ბეტანკურ მეიერსი და ოჯახი: 100.8 მილიარდი დოლარი
საფრანგეთის და მსოფლიოს უმდიდრესი ქალი L’Oréal-ის დამფუძნებლის ევგენ შუელერის შვილიშვილი, ფრანსუაზა ბეტანკურ მაიერსია, რომელმაც 2017 წელს კოსმეტიკური კომპანიის მესამედი მემკვიდრეობით მიიღო. ფრანსუა არის ქველმოქმედი, რომელიც ხელმძღვანელობს ოჯახის საქველმოქმედო ფონდს. ის მხარს უჭერს ხელოვნებას, მეცნიერებებსა და სოციალურ ერთიანობას.
2. აშშ – ელის უოლტონი: 78.8 მილიარდი დოლარი
აშშ-ს ჰყავს უფრო მეტი ქალი მილიარდერი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას და ალისა უოლტონი მათ შორის ყველაზე მდიდარია.
Walmart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთმა ქალიშვილმა, ალისამ საცალო გიგანტის 13%-იანი წილი მემკვიდრეობით მიიღო.
3. შვეიცარია – რაფაელა აპონტე-დიამანტი: 36.3 მილიარდი დოლარი
შვეიცარიის უმდიდრესი ქალი რაფაელა აპონტე-დიამანტია. ის ფლობს პლანეტაზე ყველაზე მსხვილი ლაინერების კომპანიის MSC Group-ის 50%-ს, ხოლო მეორე ნახევარს მისი მეუღლე ჯანლუიჯი ფლობს. აღსანიშნავია, რომ რაფაელამ იმპერია თავისი შრომით შექმნა. აპონტე-დიამანტმა ბიზნესი მეუღლესთან ერთად 1970 წელს, 200,000 დოლარიანი სესხით დაიწყეს.
4. ავსტრალია – ჯინა რაინჰარტი: 30.8 მილიარდი დოლარი
ჯინა რაინჰარტი არ არის მხოლოდ ავსტრალიის უმდიდრესი ქალი, ის ასევე არის ყველაზე მდიდარი ადამიანი მთელ ქვეყანაში.
რაინჰარტი ზედამხედველობდა რკინის მადნის საძიებო კომპანიას Hancock Prospecting-ს, რომელიც დაარსდა მისი გარდაცვლილი მამის, ლანგ ჰენკოკის მიერ. 2023 წლის 30 ივნისს, ფირმამ მიიღო 5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება.
5. გერმანია – სიუზან კლატენი: 24.3 მილიარდი დოლარი
მისი გარდაცვლილი მშობლების, ჰერბერტისა და იოჰანა კვანდტების მიერ BMW-ში 19%-იანი წილის ანდერძით, სიუზან კლატენი არის გერმანიის უმდიდრესი ქალი. კლატენი, წარმატებული ეკონომისტია, ასევე ფლობს ქიმიურ და ფარმაცევტულ გიგანტ Altana-ს 100%-ს.
6. ანადა – შერი ბრაიდსონი: 19.9 მილიარდი დოლარი
გაზეთის მაგნატის როი ტომსონის შვილიშვილი, შერი ბრაიდსონი კანადის უმდიდრესი ქალია, რომელიც ასევე ფლობს Longview Aviation Capital-ს, Viking Air-ისა და De Havilland Canada-ს დედა კომპანიას.
7. ირლანდია – ალანა ვესტონი და ოჯახი: 18.5 მილიარდი დოლარი
დუბლინში დაბადებული ალანა ვესტონი არის გარდაცვლილი ირლანდიელ-კანადელი მილიარდერის გალენ ვესტონის ქალიშვილი. 2024 წლის Sunday Times Rich List-ის მიხედვით, ვესტონის დინასტიის სამ სხვა წევრთან ერთად, ალანა აკონტროლებს საცალო იმპერიას, რომელიც მოიცავს სწრაფი მოდის ქსელს Primark-ს და ბრენდებს.
8. ნიდერლანდები – შარლენ დე კარვალო-ჰაინეკენი და ოჯახი: 14.7 მილიარდი დოლარი
ნიდერლანდების უმდიდრესი ქალი, შარლენ დე კარვალიო-ჰაინეკენი თავის ქონებას ლუდის მწარმოებელი კომპანიისგან Heineken-ისგან იღებს, რომელიც დაარსდა მისი დიდი ბაბუის მიერ 1864 წელს.
9. ჩინეთი – კვონგ სიუ-ჰინგ: 11.7 მილიარდი დოლარი
ჩინეთის უმდიდრესი ქალის წოდება ახლა კვონგ სიუ-ჰინგს ეკუთვნის რომელიც Sun Hung Kai Properties-ის თანადამფუძნებელია. ის უძრავი ქონების კომპანიის უმსხვილესი აქციონერია, რომელიც, უკეთესად მუშაობს, ვიდრე მატერიკული ჩინეთის ბევრი მთავარი დეველოპერი.
10. ესპანეთი – სანდრა ორტეგა მერა: 10.1 მილიარდი დოლარი
სანდრა ორტეგა მერა მამის, ამანსიო ორტეგას შემდეგ, ესპანეთში მეორე უმდიდრესი ადამიანია. 1985 წელს მან დააარსა, გლობალური მოდის ქსელების მშობელი კომპანია, Inditex. ორტეგამ თავისი ქონება გარდაცვლილი დედისგან და Inditex-ის თანადამფუძნებელი როზალია მერასგან მემკვიდრეობით მიიღო.