დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

15 ოქტომბრის ბიზნეს სამიტზე 200 ბიზნეს კომპანია უკვე დარეგისტრირდა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA)  ორგანიზებით 15 ოქტომბერს ბიზნეს სამიტი გაიმართება, რომელსაც სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi უმასპინძლებს.

ბიზნეს სამიტზე წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი, 200 კომპანია უკვე დარეგისტრირდა.

ღონისძიება უმასპინძლებს 5 წარმატებულ ქართველ ბიზნეს-ტრენერს, რომლებიც გამართავენ მასტერ კლასს და გაუზიარებენ დამსწრე საზოგადოებას მათ გამოცდილებას სხვადასხვა სფეროდან, ხოლო სამიტის მეორე ნაწილში 15 ქართული ბიზნეს კომპანია წარმოადგენს პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც დამსწრე დელეგატებს გაუზიარებს ინფორმაციას მათ მიერ დაგეგმილი ბიზნეს ინიციატივების, ინოვაციური პროდუქტების, ბიზნეს პროექტებისა თუ წარმატების ისტორიის შესახებ.

ბიზნეს სამიტის მიზანია:

❑ ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
❑ ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
❑ ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, HR რეკრუტინგი და კადრების კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები;

რატომ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი სამიტში მონაწილეობა?

  • შენი კომპანიის წარმატების ისტორიას, ბიზნეს ინიციატივას, კორპორატიულ კულტურას, ახალ პროდუქტს, თუ ზოგადად საქმიანობას გაეცნობა 400 ქართული ბიზნეს კომპანიის მაღალი რანგის მენეჯერი;
  • 2 თვის განმავლობაში, ღონისძიების განხორციელებამდე და განხორციელების შემდეგ, შენს კომპანიას და ბრენდს აქტიურ საინფორმაციო მხარდაჭერას გაუწევს ბიზნეს ასოციაცია, წამყვანი და რეიტინგული მედია საშუალებებისა და სოციალური მედიის მეშვეობით;
  • ღონისძიების ფარგლებში შესაძლებელი იქნება დამყარდეს ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები;
  • ღონისძიებაში მონაწილეობა კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობაა ბრენდის PR-ისთვის და
    გაყიდვების სტიმულირებისთვის;

 

მსგავსი სიახლეები

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე ძვირად ღირებული 28-ე ფეხბურთელია მსოფლიოში

2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისა და “კოპა ამერიკას” დასრულების შემდეგ, გავლენიანმა საფეხბურთო პორტალმა, Transfermarkt-მა ფეხბურთელების შეფასებები განაახლა და მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგი…

ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 13 ათასჯერ გაიზარდა

ქართული ფქვილის ექსპორტი 2024 წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1.3 ათასჯერ გაიზარდა, ექვს თვეში ექსპორტზე ადგილობრივი წარმოების 26.7 აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონ. 1კგ სამუშაოდ 0.38 დოლარი) ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე…

2024 წელს საქართველომ 66.4 ათასი დოლარის ლოკოკინა შეიძინა

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 66.4 ათასი აშშ დოლარის ლოკოკინა შეიძინა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ლოკოკინების იმპორტი 55%-ით შემცირდა.2023 წელს ექვს თვეში 136.3 ათასი დოლარის…

საქართველოდან ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ახალი ატმისა და ნექტარინების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის პირველ ექვს თვის მონაცემებით, ექსპორტის მკვეთრი შემცირების შემდეგ ადგილობრივად წარმოებული აგროპროდუქტის ქვეყნის საზღვრებს…

კონსალტინგ პორტი (Consulting Port) – თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში

ბიზნესის მართვა რთული გამოწვევაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ და იურიდიულ საკითხებს ეხება. სწორედ აქ ჩნდება "კონსალტინგ პორტი" - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2014 წლიდან  ქართულ ბიზნეს სექტორს…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!