2022 წლის სექტემბერში, საქართველოში 636 235 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 76 348, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 559 887 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 157,5%-ით, 2020 წლის სექტემბერთან შედარებით კი – 1 090,8%-ით არის გაზრდილი, პანდემიამდელ 2019 წლის სექტემბრის მაჩვენებელს კი 30,6%-ით ჩამორჩება.
2022 წლის სექტემბერში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა :
რუსეთი – 163 192 ვიზიტორი;
სომხეთი -83 603 ვიზიტორი;
თურქეთი – 81 790 ვიზიტორი;
საქართველო (არარეზიდენტი) – 34 895 ვიზიტორი;
ისრაელი – 24 050 ვიზიტორი;
ბელარუსი – 19 644 ვიზიტორი;
უკრაინა – 18 269 ვიზიტორი;
ირანი – 17 277 ვიზიტორი;
ყაზახეთი – 14 870 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი – 14 812 ვიზიტორი;
საუდის არაბეთი – 10 686 ვიზიტორი;
გერმანია – 8 140 ვიზიტორი;
პოლონეთი – 6 363 ვიზიტორი;
ამერიკის შეერთებული შტატები – 5 280 ვიზიტორი;
უზბეკეთი – 4 670 ვიზიტორი.