საქსტატის ცნობით საგარეო სავაჭრო ბრუნვიდან შემოსული 15 228.4 მლნ. აშშ დოლარიდან ექსპორტი 4 546.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (34 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 10 682.4 მლნ. აშშ დოლარს (33.3 პროცენტით მეტია).
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 842.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 18.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 661.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 447.7 მლნ. აშშ დოლარით (9.8 პროცენტი).
იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს საექსპორტო პროდუქტები:
სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 842.1 მლნ აშშ დოლარი;
მსუბუქი ავტომობილები – 661.3 მლნ აშშ დოლარი;
ფეროშენადნობები – 447.7 მლნ. აშშ დოლარი;
აზოტოვანი სასუქები – 221.68 მლნ აშშ დოლარი;
ყურძნის ნატურალური ღვინოები – 200.8 მლნ აშშ დოლარი;
სპირტიანი სასმელები – 120.8 მლნ აშშ დოლარი;
მინერალური და მტკნარი წყლები – 92.2 მლნ აშშ დოლარი;
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 91 მლნ აშშ დოლარი;
ელექტროენერგია – 84.3 მლნ აშშ დოლარი;
თხილი და სხვა კაკალი – 75.3 მლნ აშშ დოლარი.