დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

2022 წელს სახელმწიფო გრანტი საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა 200 მიგრანტმა მიიღო

0
გაზიარება

2022 წელს სახელმწიფო გრანტი საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულმა 200 მიგრანტმა მიიღო, 2020-2022 წლებში, ჯამში კი 600-მდე დაბრუნებული მიგრანტი დაფინანსდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტები გრანტს განცხადების გაკეთების საფუძველზე იღებენ, რეგისტრაცია კი წელიწადში 2-ჯერ ცხადდება.ყოველწლიურად სააგენტოში დაახლოებით, 400 განაცხადი შედის, საიდანაც საშუალოდ, 50% ფინანსდება, რადგან განაცხადების გარკვეული ნაწილი განსაზღვრულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.

„დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება წლის განმავლობაში ორ ეტაპად ცხადდება. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ან მოქალაქეობის არმქონე პირებს (საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლებით), რომლებიც საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ვადით იმყოფებოდნენ და სამშობლოში ბოლო 12 თვის განმავლობაში დაბრუნდნენ. განაცხადის შევსების შემდგომ, დაბრუნებულ მიგრანტებს, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, მონიტორინგის ჯგუფები ადგილზე ამოწმებენ. მონიტორინგის მიერ მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად კომისიას წარედგინება. საბოლოო გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მიიღება, როგორებიცაა მაგალითად, მიგრანტის სოციალური მდგომარეობა, წარმოდგენილი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები და სხვ.საქმიანობის გაფართოებისა და წამოწყებისთვის საჭირო ტექნიკასა თუ ინვენტარს დაბრუნებული მიგრანტები თავად არჩევენ. მაგალითისთვის, სააგენტო მიგრანტებს მინი ტრაქტორებს და სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის დანადგარებს, მომსახურების სფეროსთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებსა და სახელობო იარაღებს შეუსყიდის. სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს“- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო

სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში, მწვავე ქრონიკული დაავადების ან გადაუდებელი საჭიროების მქონე მოქალაქეებს, 1000 ლარის ფარგლებში, მათთვის საჭირო სერვისი ან მედიკამენტები უფინანსდებათ, ხოლო რაც შეეხება საცხოვრებელს, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტო დაბრუნებულ მიგრანტებს დროებითი საცხოვრებლით (დაახლოებით ერთი კვირის ვადით) უზრუნველყოფს, რაც უმეტესად დეპორტაციის შემთხვევებში გამოიყენება.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებით, სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფოს პროგრამის მთავარი მიზანია, რომ რთი მხრივ, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა პირველადი საჭიროებები დააკმაყოფილოს და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს მათი რეინტეგრაციის პროცესს. პროგრამა მცირე გრანტების საშუალებით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს მხარს უჭერს საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში, რაც მათი შემოსავლის ზრდაზე აისახება და გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის დატოვებისა და საზღვარგარეთ არალეგალურად მუშაობის რისკს ამცირებს

დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, 650 000 ლარი გამოიყოფა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!