დღის სიახლეებისიახლეები

2022 წელს 6 მიკრო საფინანსო ორგანიზაცია145.5 ათასი ლარით დაჯარიმდა

0
გაზიარება

2022 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა AML/CFT ზედამხედველობის ფარგლებში ექვსი მიკრო საფინანსო ორგანიზაცია დააჯარიმა. გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 145.5 ათას შეადგენს.

დაჯარიმებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციები:

  1. „კრისტალი“ – 110 500 ლარი
  2. “მისო მონეტა ექსპრესი” – 12,000 ლარი
  3. ,,სვის კაპიტალი” – 12 000 ლარი
  4. „სმარტ ფინანსი“ – 11 000 ლარი
  5. “მიკრო ბიზნეს კაპიტალი” – 7 000 ლარი
  6. ,,ბერმელი” – 5 000 ლარი

დაჯარიმების მიზეზებს შორის ყველაზე ხშირი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა მუხლების დარღვევაა. ასევე, მიზეზებს შორისაა შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარდგენა და დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევა.

2021 წელს სებ-მა 15 მისო დააჯარიმა, ასევე, 2020 წელსაც 15. რაც შეეხება მიმდინარე წელს, სებ-მა უკვე დააჯარიმა 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. “ნოვა კრედიტი ” 32 00 ლარით „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის დაჯარიმდა. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „გირო კრედიტი” კი 2 ათასი ლარით. დაჯარიმების მიზეზი გახდა, შემოწმების პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორი ინფორმაციის წარდგენა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!