ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 739,7 ათასი ტონა, რაც 3,3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2022 წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 375,5 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 364,2 ათასი ტონა.
მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 335,1 ათასი ტონა; რუმინეთი – 176,5 ათასი ტონა; ბულგარეთი – 87,9 ათასი ტონა; თურქმენეთი – 68,4 ათასი ტონა; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა; საბერძნეთი – 4,7 ათასი ტონა; ყაზახეთი – 1,8 ათასი ტონა და სხვ.