2022 წელს საქართველომ დაუმუშავებელი ან ნახევრადდაუმუშავებელი ოქროს ექსპორტით 81 მილიონ 476 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ 2 ტონაზე მეტი საქონლის რეალიზება მოხდა.
საქსტატის მონაცემებით 2022 წელს, დაუმუშავებელი ოქროს ექსპორტი 26.8%-ით გაიზარდა და რეალიზებული საქონლის რეიტინგში მე-13 ადგილი დაიკავა.
გასულ წელს დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო საქართველოდან სულ 4 ქვეყანაში გაიყიდა, მთავარი ბაზარი კი შვეიცარია იყო. ოქროს რეალიზების 93.8%შვეიცარიაზე მოდის.
საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი:
- შვეიცარია – 76.5 მლნ დოლარი, 2.5 ტონა;
- გერმანია – 2.6 მლნ დოლარი, 0.07 ტონა;
- თურქეთი – 1.2 მლნ დოლარი, 0.03 ტონა;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1.1 მლნ დოლარი, 0.03 ტონა.
გასული წლის განმავლობაში დაუმუშავებელი ოქროს იმპორტის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც 12 ათას დოლარამდეა. საიმპორტო ქვეყნებს შორის არიან რუსეთი (5.6 ათასი დოლარი), გერმანია (4.1 ათასი დოლარი), იტალია (1 ათასი დოლარი), საფრანგეთი (0.8 ათასი დოლარი), თურქეთი (0.2 ათასი დოლარი).