საქსტატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წელს საქართველომ სულ 1.8 მლნ აშშ დოლარის 28,199.6 ტონა ტექნიკური მარილი იყიდა. მაშინ, როცა 2021 წელს 1.3 მლნ აშშ დოლარის 20,015.1 ტონა, ხოლო 2020 წელს 1.2 მლნ აშშ დოლარის 18,109.5 ტონა.
გასულ კვირას, თბილისში მოსულმა თოვლმა გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა. ავტომფლობელები და საგზაო სფეროს სპეციალისტები ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, გზების დიდ ნაწილზე ტექნიკური მარილის მოყრის პრობლემას ასახელებენ.
საქართველომ 2022 წელს ტექნიკური მარილი შეიძინა:
- თურქეთი – 1.2 მლნ აშშ დოლარის 21,491 ტონა
- ირანი – 337.2 ათასი აშშ დოლარის 6,229.9 ტონა
- ნიდერლანდები – 78.2 ათასი აშშ დოლარის 296.4 ტონა
- პაკისტანი – 41.5 ათასი აშშ დოლარის 97 ტონა
- რუსეთი – 20.6 ათასი აშშ დოლარის 27.7 ტონა
- პოლონეთი – 10.7 ათასი აშშ დოლარის 46.2 ტონა
- ისრაელი – 6.2 ათასი აშშ დოლარის 5.2 ტონა
- გერმანია – 4.4 ათასი აშშ დოლარის 3.4 ტონა
დანარჩენ ქვეყნებში კი, 8.2 ათასი აშშ დოლარის 1.9 ტონა