შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი – 15 862 შემთხვევა (გაიხსნა 8477) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა ოჯახში ძალადობის 4106 (გაიხსნა 3586) და მუქარის 3699 (გაიხსნა 3280) ფაქტი.
გასულ წელს საქართველოში 54 435 რეგისტრირებული დანაშაული აღირიცხა, საიდანაც 3 3805 ფაქტი (62.1%) გაიხსნა.
რეგისტრირებულ დანაშაულთა შორისაა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 1470 შემთხვევა, საიდანაც 212 გაიხსნა. მათ შორისაა განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, შესაბამისად, 42 და 32 ფაქტი, საიდანაც სამართალდამცველებმა ჯამში 68 გახსნეს. ამასთან, აღირიცხა მკვლელობის მცდელობისა და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის, შესაბამისად, 74 და 47 შემთხვევა, საიდანაც ჯამში 117 დანაშაული გაიხსნა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის 1070 შემთხვევა – გაიხსნა 21. გარდა ამისა, დაფიქსირდა 2417 სატრანსპორტო დანაშაული.
რაც შეეხება სხვა სახის დანაშაულებს, სტატისტიკური მონაცემები ასე გამოიყურება:
გაუპატიურება – 176, გაიხსნა 123; ნარკოტიკული დანაშაული – 5471, გაიხსნა 5170; სამოხელეო დანაშაული – 577, გაიხსნა 162; ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა – 68, გაიხსნა 46.