International Data Corporation-ის (IDC) წინასწარ მონაცემების მიხედვით გაყიდვების კლების მიზეზად IDC სამომხმარებლო მოთხოვნის მნიშვნელოვან შემცირებას, მაღალ ინფლაციასა და ეკონომიკურ გაურკვევლობას ასახელებს.
IDC-ის მონაცემებით, სამხრეთკორეულმა Samsung Electronics-მა შარშან გაყიდვები 4,1%-ით შეამცირა, თუმცა მსოფლიოს უმსხვილეს მწარმოებელთა შორის ლიდერად დარჩა. Samsung-მა ბაზრის წილი 21,6%-მდე გაზარდა. ასევე, შემცირდა ამერიკული Apple-ის სმარტფოების მიწოდებაც, რამაც 4%-ით იკლო. თუმცა მსოფლიო ბაზარზე მისი წილი 18,8%-მდე გაიზარდა, რაც ჩინური Xiaomi-ს, OPPO-ს და vivo-ს გაყიდვების ჩამოშლამ განაპირობა. კერძოდ, Xiaomi-ს სმარტფონების გაყიდვები 19.8%-ით, OPPO-ს 22.7%-ით, ხოლო vivo-ს მიწოდება 22.8%-ით შემცირდა. 2022 წელს მსოფლიოში 1205.5 მლრდ სმარტფონი გაიყიდა, რაც 2021 წელს გლობალურად გაყიდულ 1359.8 მლრდ ერთეუზე 11.3%-ით ნაკლებია.
სმარტფონების 2022 წლის გლობალური მიწოდება ასეთია:
Samsung – 260.9 მლნ ერთეული, რაც 2021 წელთან შედარებით (272.1 მლნ) 4.1%-ით ნაკლებია. ბაზრის წილი 21.6%-ია (2021 წელს – 20.0%)
Apple – 226.4 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (235.8 მლნ) მინუს 4.0%. ბაზრის წილი 18.8%-ია (2021 წელს – 17.3%)
Xiaomi – 153.1 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (191 მლნ) მინუს 19.8%. ბაზრის წილი 12.7%-ია (2021 წელს – 14.0%)
OPPO – 103.3 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (133.6 მლნ) მინუს 22.7%. ბაზრის წილი 8.6%-ია (2021 წელს – 9.8%)
Vivo – 99 მლნ ერთეული; 2021 წელთან შედარებით (128.3) მინუს 22.8%. ბაზრის წილი 8.2%-ია (2021 წელს – 9.4%)
სხვა დანარჩენი კომპანიების სმარტფონების 2022 წლის საერთო გაყიდვებმა 362.7 მლნ ერთეული შეადგინა, რაც 2021 წლის გაყიდვებზე, ანუ 399.1 მლნ ერთეულზე 9.1%-ით ნაკლებია. 2022 წელს მათი ბაზრის წილმა 30.1% შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წელს 29.3% იყო.