დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის ბოლოსთვის ამერიკელების 64% ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდა

0
გაზიარება

ამერიკელების ნახევარზე მეტი, ანუ 64% 2022 წლის ბოლოსთვის ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობდა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg პორტალ Pymnts.com-ისა და LendingClub Corp-ის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელფასიდან ხელფასამდე მცხოვრები ამერიკელების საერთო რაოდენობა 166 მილიონ ადამიანს შეადგენს, რომელთა რიცხვმაც, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით, დაახლოებით, 9 მილიონი ადამიანით მოიმატა. Bloomberg-ის შეფასებით, ხელფასიდან ხელასამდე მცხოვრები ამერიკელების მატება შეუსაბამო ანაზღაურებისა და დანაზოგების შემცირების ფონზე ცხოვრების ღირებულების ზრდამ განაპირობა.

სააგენტოს მონაცემებით,გაიზარდა ხელფასიდან ხელფასამდე მცხოვრობი მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მქონე პირთა წილი.2021 წლის ბოლო პერიოდის 11%-თან შედარებით, 2022 წელს 16%-მდე გაიზარდა იმ ამერიკელთა წილი, ვინც წელიწადში 100 000 დოლარს იღებს.

27 იანვარს შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ბლოგერმა ქალმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც აჩვენა, თუ როგორ იცვლებოდა სასურსათო ფასები სუპერმარკეტ Walmart-ში 2020, 2022 და 2023 წლებში. თუ 2020 წელს მისი სასურსათო კალათა 10,90 დოლარი ღირდა, 2022 წლის დასაწყისში იგივე პროდუქტების შეძენა მას 11 დოლარი და 13 ცენტი დაუჯდა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში მან იმავე სასურსათო კალათაში უკვე 15,10 დოლარი გადაიხადა.

შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტის ბოლო განცხადებით, ქვეყანაში ინფლაცია შენელდა. კერძოდ, 2022 წლის დეკემბრის შედეგების მიხედვით, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა, ნოემბრის 7,1%-თან შედარებით, 6,5% შეადგინა. უწყების ცნობით, ბოლო წლებში ამაზე დაბალი დონე მხოლოდ 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა, როცა ინფლაციამ 6.2% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!