საანგარიშო პერიოდში საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაერთ ბიუჯეტში – 4 159 561 359 ლარის; ხოლო დამქირავებლის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადის სახით – 3 641 908 951 ლარის მობილიზება მოხდა.
ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.
ხოლო, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტს, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა სულ 16 685 166 528 ლარი შეადგინა. საშემოსავლო გადასახადის სახით კი, სახელმწიფო ბიუჯეტში 3 839 917 322 ლარი შევიდა.