დღის სიახლეებისიახლეები

2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსი 27.3%-ით გაიზარდა

0
გაზიარება

2022 წლის ნოემბერში ხაჭაპურის ინდექსის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულებამ 6.90 ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 4.9%-ით აღემატება წინა თვის (2022 წლის ოქტომბრის) და 27.3%-ით წინა წლის (2021 წლის ნოემბრის) მაჩვენებელს-„აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტი

„წლის ამ დროს ინდექსს ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რასაც რძესა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს, რადგან ამ სეზონზე რძის წარმოება იკლებს და მოთხოვნა იმპორტირებულ რძის ფხვნილზე, რომელიც რძის შემცვლელად გამოიყენება, იზრდება. ნოემბერში ხაჭაპურის ინგრედიენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა წლიურ ჭრილში: ყველი – 35.2%-ით, ფქვილი – 19.9%-ით, კარაქი – 19.8%-ით, საფუარი – 15.1%-ით, კვერცხი – 10.1%-ით.

ფასების წლიური ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებმა განაპირობა: რუსეთის ომმა უკრაინაში მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სტაბილურობასა და არსებული მდგომარეობის მიმართ გაურკვევლობაზე, რაც გლობალურად მზარდ ინფლაციასა და ეკონომიკურ ვარდნაზე აისახა. რძის სექტორისთვის ინგრედიენტების დეფიციტი და წარმოების საშუალებების ხარჯების ზრდა სერიოზული გამოწვევაა. ომის ფონზე პირუტყვისთვის საჭირო საკვების წარმოების შემცირებამ გამოიწვია წარმოების ხარჯების ზრდა. მეტიც, ენერგეტიკული დანახარჯების ზრდამ, რამაც, თავის მხრივ, სასუქების ფასებზეც იმოქმედა, რძისა და რძის პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობა- „აისეტი“

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!