სტამბოლის აეროპორტი 2022 წელს ევროპაში ყველაზე დატვირთულ ავიასადგურად აღიარეს. ამის შესახებ ევროპის საჰაერო ტრანსპორტის ოპერატორ Eurocontrol-ის ანგარიშში არის ნათქვამი, რასაც სააგენტო Anadolu ავრცელებს.Eurocontrol-ის მიხედვით, გასულ წელს თურქეთის უდიდესი აეროპორტიდან დღეში, საშუალოდ, 1156 რეისი სრულდებოდა. სტამბოლს მოსდევს ამსტერდამის აეროპორტი დღეში 1140 რეისით, შემდეგი კი 1122 დღიური რეისით პარიზის აეროპორტია. მეოთხე ადგილზეა ფრანკფურტის აეროპორტი 1048 დღიური რეისით, ხოლო ტოპ 5-ეულის ბოლო ადგილზე ლონდონის აეროპორტია, სადაც გასულ წელს დღეში 1042 რეისი სრულდებოდა.
სტამბულის აეროპორტი ერთადერთია ევროპაში, რომელმაც პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლებს მიაღწია.