2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი 17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით)- მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
„მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873 677 043 აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა – 27.4%-ია.
გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.
2023 წელს საქართველოში 7 072 220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 75.6% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 30.3%-ს შეადგენს.
გასულ წელს, საქართველოში 4 669 467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 27.8%-ია.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1 505 240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდელი პერიოდის მონაცემების 71% აღდგენაა.
2023 წლის მე-4 კვარტალში 1 013 891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93% აღდგენაა,“- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.