2023 წლის იანვრიდან გერმანიის ფედერალური მთავრობა და 16 ფედერალური მიწის ხელისუფლება უნივერსალური ყოველთვიური სამგზავრო ბარათის, Deutschlandticket-ის შემოღებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გერმანიის ტრანსპორტის მინისტრის, ფოლკერ ვისინგის განცხადებით,Deutschlandticket ქვეყნის „საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტში ტარიფების ყველაზე დიდი რეფორმა“ იქნება. ვარაუდობენ, რომ ახალი უნივერსალური სამგზავრო ბარათი 49 ევრო ეღირება, რომელსაც ავტობუსებითა და საქალაქთაშორისო მატარებლებით სარგებლობის ერთთვიანი ვადა ექნება.
პროექტისთვის ფედერალური და რეგიონალური ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 3 მლრდ ევრო გამოიყოფა. ამასთან, გერმანიის ცენტრალური მთავრობა რეგიონალურ მიწებს წელიწადში მილიარდ ევროს სათითაოდ დაუმატებს ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასებისა და პერსონალის ხარჯების კომპენსაციისთვის.
Deutsclandticket მეტად პოპულარული „უნივერსალური საშვის“ გაგრძელება იქნება, რომელიც გერმანიაში ზაფხულში მოქმედებდა და 9 ევრო ღირდა. მაშინდელი ინიციატივა მიზნად ისახავდა, გერმანიის მოქალაქეებს ფასების ზრდის გამო ფულის დაზოგვაში დახმარებოდა და ავტომობილების საპირწონედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა წაეხალისებინა. „უნივერსალური საშვის“ ამოქმედების პირველივე დღეებში რეგიონული მატარებლები მრავალი მიმართულებით
Deutsclandticket მეტად პოპულარული „უნივერსალური საშვის“ გაგრძელება იქნება, რომელიც გერმანიაში ზაფხულში მოქმედებდა და 9 ევრო ღირდა. მაშინდელი ინიციატივა მიზნად ისახავდა, გერმანიის მოქალაქეებს ფასების ზრდის გამო ფულის დაზოგვაში დახმარებოდა და ავტომობილების საპირწონედ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა წაეხალისებინა. „უნივერსალური საშვის“ ამოქმედების პირველივე დღეებში რეგიონული მატარებლები მრავალი მიმართულებით გადაიტვირთა. Reuters-ის შეფასებით, ამ სამგზავრო ბარათებმა გერმანიაში დამატებითი მავნე გამონაბოლქვის თავიდან აცილებასა და ინფლაციის შეკავებას შეუწყო ხელი.
„უნივერსალური საშვი“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა: ის 50 მილიონზე მეტი რაოდენობით გაიყიდა და მილიარდი მგზავრობისთვის იქნა გამოყენებული. სწორედ ამიტომ გერმანიის ხელისუფლებამ ამ ინიციატივის გაგრძელება გადაწყვიტა.