pmcg-ის კვლევის თანახმად 2022 წლის ნოემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.4%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.4%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს იღებდნენ, 21.3%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.4 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
„2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 18.5%-ს შეადგენდა, რაც 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 28.5%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 63%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის ნოემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ ხელფასს, 1.6%-ს შეადგენდა,“- აღნიშნულია კვლევაში.