წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია რეგიონებში პარტნიორ კომპანიებთან შეხვედრას აგრძელებს. 28 ოქტომბერს 12 საათზე გორის ერთ-ერთ გამორჩეულ რესტორან ვილა პარკში ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, სადაც ასოციაცია მომავალ პარტნიორებს პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
შეხვედრაზე ასევე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტის – ფასდაკლების ბარათის პრეზენტაცია გაიმართება. ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ ასოციაციაში გაწევრიანებული კომპანიების პროდუქციასა და სერვისებზე ფასდაკლებებით ისარგებლონ, რომლებიც Salenews. Ge-ზე განთავსდება.
პროექტის მიზანს 1000 წარმატებული ქართული ბიზნესის გაერთიანება, მათი მედია მხარდაჭერა, გაყიდვების ზრდაში დახმარება და ერთიანი სპეციალური შეთავაზებების სივრცის შექმნა წარმოადგენს. ასევე მოხდება ერთი მილიონი მომხმარებლის გაერთიანება, რომელშიც როგორც ბიზნესპარტნიორი კომპანიების თანამშრომლები, ასევე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები სპეციალური ფასდაკლებების ბარათებით ისარგებლებენ.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მთავარ ამოცანას მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების ერთ სივრცეში გაერთიანება წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდას და ერთმანეთთან კომუნიკაციის მარტივად დამყარებას.
წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია უკვე 150-მდე პარტნიორ კომპანიას აერთიანებს.