2022 წელს 36156 სტუდენტიდან 15013-ს სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა, რაც 42%-ს შეადგენს.
მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება დაწესებულებისა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან გათავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი შესაძლოა, იყოს სტუდენტის პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტს უფლება აქვს გაიაქტიუროს სტატუსი და სტუდენტმა სტატუსი შეიძლება შეიჩეროს რამდენჯერმე. ერთ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სტატუსშეჩერებული სტუდენტი შეიძლება აქტიური იყოს სხვა უმაღლეს სასწავლებელში.