დღის სიახლეებისიახლეები

4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა

0
გაზიარება

ქვეყნები 4-დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან, რომლის იდეა მარტივია – დასაქმებულები ერთსა და იმავე სამუშაოს 5 დღის მაგივრად 4 დღეში შეასრულებენ, ანაზღაურება კი არ შეეცვლებათ.

2022 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლის შემდეგ ორგანიზაციებში გაიზარდა როგორც შემოსავალი, ასევე დასაქმებულების პროდუქტიულობა, სამსახურის გაცდენის შემთხვევები კი შემცირდა. გაუმჯობესდა იმგვარი ინდიკატორები, როგორებიცაა კეთილდღეობის თუ დაღლილობის დონე. ამასთან, ორგანიზაციების შემოსავალმა, დაახლოებით, 38%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით, რაც ბიზნესების ზრდაზე მიუთითებს.

4-დღიანი სამუშაო კვირის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ამ მეთოდის იმპლემენტაციით დასაქმებულთა კეთილდღეობის ხარისხი იზრდება.

  1. ბელგიაში 4-კვირიანი სამუშაო დღე ნებაყოფლობითი გახდა

2022 წლის თებერვალში ბელგიელმა დასაქმებულებმა მიიღეს უფლება 4-დღიან სამუშაო დღეზე გადასულიყვნენ ხელფასის დაკლების გარეშე. კანონი ძალაში ნოემბერში შევიდა და რეჟიმის არჩევა დასაქმებულის ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ სამუშაო შეუმცირდებათ.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კრუ იმედოვნებს, რომ ცვლილება ხელს შეუწყობს შრომითი ბაზრის მოქნილობის გაზრდას, ეკონომიკას უფრო დინამიკურს გახდის და ადამიანებს პირადი ცხოვრების კარიერასთან შერწყმას გაუადვილებს.

„მიზანი ისაა, რომ ხალხს და კომპანიებს მეტი თავისუფლება მიეცეთ სამუშაო დროის განსასაზღვრად“, – თქვა დე კრუმ.

ევროსტატის 2021 წლის მონაცემებით, 20-64 წლის ასაკის ჯგუფში ყოველი 100 ბელგიელიდან სამსახური მხოლოდ 71-ს აქვს, რაც ჩამორჩება ევროპის საშუალოს – 73-ს, ხოლო მეზობელ ქვეყნების, ნიდერლანდების და გერმანიის მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია.

ქვეყნის 7 პარტიისგან შემდგარ ფედერალურ კოალიციას დასაქმების დონის 80%-მდე გაზრდა აქვს დასახული მიზნად 20230 წლისთვის.

  1. დიდ ბრიტანეთში ახალ რეჟიმს „ექსტრემალურად წარმატებულად“ მიიჩნევენ

კომპანიებმა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში უკვე გამოცადეს 4-დღიანი სამუშაო კვირა, ექსპერიმენტი „ექსტრემალურად წარმატებულად“ მიიჩნიეს და ამ რეჟიმზე მუდმივად გადასვლას გეგმავენ.

როგორც კვლევამ აჩვენა, ექსპერიმენტის მონაწილე კომპანიათა უმეტესობა – 86% – აპირებს 4-დღიანი სამუშაო კვირა საცდელი პერიოდის შემდეგაც შეინარჩუნოს.

6-თვიან სატესტო პროგრამაში, რომელიც „100:80:100-ის“ მოდელის გამოყენებას გულისხმობდა, 70 ფირმა და 3,300-ზე მეტი დასაქმებული იყო ჩართული. მოდელი გულისხმობდა შემდეგს – 100 პროცენტიან ხელფასს და 80 პროცენტიან სამუშაო დროს 100-პროცენტიანი პროდუქტიულობის შენარჩუნების სანაცვლოდ.

გარდა ბრიტანეთისა, ანალოგიურ პროგრამებს 4 Day Week Global, სამუშაო კვირის შემცირების მომხრე ორგანიზაცია, რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს. მსგავსი პროგრამები იგეგმება აშშ-ში, ირლანდიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

  1. მსოფლიო ტრენდს შოტლანდიაც უერთდება

შოტლანდიაში ახალი სისტემის გამოცდას 2023 წლიდან იწყებენ,გადაწყვეტილება შოტლანდიის ეროვნული პარტიის არჩევნებში გაცემული ერთ-ერთი დაპირება იყო.

დასაქმებულებს საათები 20%-ით შეუმცირდებათ, თუმცა კომპენსაცია იგივე დარჩება. ეროვნული პარტია მონაწილე კომპანიებს 11.8 მილიონი ევროთი დაეხმარება.

მთავრობამ ხაზი გაუსვა შოტლანდიური კვლევითი ცენტრის IPPR-ის კვლევას, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის 80% იდეის მიმართ პოზიტიურად იყო განწყობილი. რესპონდენტები ამბობენ, რომ პროგრამა მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანმრთელობისა და ბედნიერების ხარისხს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთმა შოტლანდიურმა ბიზნესმა ახალ სისტემაზე გადაწყობა უკვე დაიწყო.

  1. ესპანეთში საცდელი ფაზა უკვე დაიწყო

ესპანურმა მემარცხენე პარტია Más País-მა (მეტი ქვეყანა) გასული წლის დასაწყისში დააანონსა, რომ მთავრობა დათანხმდა მათ თხოვნას 4-კვირიანი სამუშაო კვირის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით.

საპილოტე პროგრამა, რომელიც უკვე დაიწყო დეკემბერში, მცირე და საშუალო ბიზნესებს დაეხმარება შეამცირონ სამუშაო საათები ხელფასების დაუკლებლად და შეამოწმებს, გაიზრდება თუ არა პროდუქტიულობა.

მონაწილეობის შემთხვევაში, კომპანიებს 10 მილიონ ევრომდე დაფინანსების მიღება შეეძლებათ მთავრობისგან, თუმცა მათ უნდა მოძებნონ გზები პროდუქტიულობის გასაზრდელად.

პროგრამა 2-წლიანია – პირველ წელს მთავრობა სახელფასო ხარჯებს ნაწილობრივ დააფინანსებს და დაეხმარება კომპანიებს დასაქმებულების გადამზადებაში ეფექტურობის გასაზრდელად.

  1. ისლანდია 4-დღიანი სამუშაო კვირის დანერგვაში ერთ-ერთი ლიდერია

ისლანდიაში 2015-2019 წლებში სამუშაო საათების შემცირების უმსხვილესი საპილოტე პროგრამა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2,500-მდე ადამიანმა მიიღო და საათების რაოდენობა 40-დან 35-36-მდე შემცირდა.

ხარისხის გასაკონტროლებლად, შედეგები ბრიტანულმა კვლევითმა ცენტრმა Autonomy-მა და ისლანდიურმა არასამთავრობო ორგანიზაცია ALDA-მ გაანალიზეს. პროგრამა მკვლევარებმა წარმატებულად მიიჩნიეს და პროფკავშირების მოლაპარაკებების შედეგად, ქვეყანაში დასაქმებულთა 90%-ს სამუშაო საათები შეუმცირდა.

კვლევებმა აჩვენა, რომ მომუშავეების სტრესმა იკლო, სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი კი გაუმჯობესდა.

  1. იაპონიაში 4-დღიანი სამუშაო რეჟიმს დიდი კორპორაციები მიმართავენ

იმგვარ ქვეყნებში, როგორიც იაპონიაა, ამ სისტემას შედარებით დიდი კომპანიები მიმართავენ. მთავრობა 2021 წლიდან მოყოლებული მიზნად ისახავს სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის უკეთესი ბალანსის მიღწევას.

ქვეყანაში, სადაც ზედმეტი მუშაობა ბევრ სიცოცხლესაც კი იწირავს, ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ შეიძლება გაამართლოს 4-დღიანმა სამუშაო რეჟიმმა. დამატებითი მუშაობა ხშირად იწვევს უარყოფით შედეგებსა და სუიციდის მცდელობებსაც კი.

2019 წელს ტექნოლოგიურმა გიგანტმა Microsoft-მა შემოიღო მოდელი, რომელიც დასაქმებულებს კვირაში დასასვენებლად სამ დღეს აძლევდა, რის შედეგადაც პროდუქტიულობა 40%-ით გაიზარდა და ეფექტურმა მუშაობამ იმატა.

გარდა ჩამოთვლილი ქვეყნებისა, 4-დღიან სამუშაო კვირას სხვადასხვა ტიპის ბიზნესები გერმანიასა და ახალ ზელანდიაშიც ტესტავენ, იზრდება ინტერესი აშშ-სა და კანადაშიც. უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა ქვეყანაში ეს მეთოდი არ ამართლებს. მაგალითად, შვედეთში ამ მცდელობამ 2015 წელს განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. ქვეყანაში მემარცხენე პარტიებიც კი მიიჩნევდნენ, რომ სისტემის მსხვილმასშტაბიანი იმპლემენტაცია ძალიან დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ფინეთში კი იდეა 2019 წელს გაჟღერდა, თუმცა მთავრობის გეგმაში ჯერაც ვერ მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!