2022 წლის 7 დეკემბრის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.87 მილიარდი ლარია, ხოლო წმინდა ამონაგები 421 მილიონ ლარს შეადგენს – ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 349 ათასი ადამიანია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,838 პირმა და მათზე გაცემული თანხა 7,103,780.53 ლარს შეადგენს.