სასტუმროებიRSS კატეგორიადღის სიახლეებირეგიონებიშიდა ქართლი

გორში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Gori Inn-ის გახსნა იგეგმება

0
გაზიარება

2022 წლის გაზაფხულზე Inn Group-ი რეგიონებში 2 ახალ სასტუმროს, ერთს ქუთაისში და მეორეს – გორში გახსნის. ამის შესახებ Inn Group-ის აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია აცხადებს.

მისი თქმით, ქუთაისის სასტუმრო 100-ნომრიანი იქნება, ხოლო გორის 120. კოკაიას თქმით, ორივე სასტუმრო ქალაქის ცენტრშია. რაც შეეხება კიდევ ერთ ახალ პროქტს, ის უკვე 2023 წელს გაიხსნება ახალციხეში.

,, ჩვენ, 2022 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ ორი ახალი სასტუმროს გახსნას. ესენია ქუთაისი და გორი. „ქუთაისი ინნი“ იქნება 100-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც ბალახვანის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ძირითადი გათვლაა როგორც ტურისტულ კომპანიებზე, ასევე იმ ტურისტებზე, რომლებიც ჩამოდიან ქუთაისის აეროპორტში. ამ ეტაპისთვის კი მიწოდება არ არის სასტუმრო სექტორიდან საკმარისი. მით უფრო, რომ ქუთაისი, საკმაოდ პოპულარული ადგილია ტურისტულად მისი ადგილმდებარეობის გამო. ამიტომ, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ვცდილობთ, რაც შეიძლება დროულად მივაწოდოთ ეს პროდუქტი.

რაც შეეხება „გორი ინნს“ ესეც ქალაქის ცენტრში, 100-ნომრიანი სასტუმრო იქნება, ყოფილი ცირკის ტერტორიაზე. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სასტუმროს გახსნა გადავწყვიტეთ არის ის, რომ ქალაქი არ იყენებს თავისი ტურისტული პოტენციალს, რომელიც უდავოდ აქვს. გორში არის საქართველოში ყველაზე პოპულარული, ეროვნულ მუზეუმზე უფრო ხშირად მონახულებადი მუზეულმი (სტალინის). ასევე, მაგალითად, 2019 წელს, უფლისციხეს 300 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია და ამით, ყველაზე პოპულარული ტერიტორია გახდა დაცულ ტერიტორიებს შორის. სამწუხაროდ, ეს არ აისახება გორზე და გორის ეკონომიკაზე. ამიტომ, ვთვლით რომ სასტუმროს ფუნქციონირებით პოპულარიზაციას გავუწევთ გორს არა მხოლოდ უცხოელ, ქართველ ტურისტებშიც. გვაქვს უზარმაზარი მარანი და ქართლური საინტერესო ღვინის ტურებიც ელოდება მომხარებელს.

გვაქვს ასევე მესამე პროექტი „ახალციხე ინნი“ 120-ნომრიანი დიდი, სასტუმრო კომპლექსი, რომელიც უკვე 2023 წელს გაიხსნება“- ამბობს კოკაია.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!