დღის სიახლეებისიახლეები

892 ოჯახი უსახლკაროდაა რეგისტრირებული თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

0
გაზიარება

892 ოჯახიდან 267 იყო ერთსულიანი და შესაბამისად მოხდა თავშესაფრის შეთავაზება (ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი), 150 ოჯახი ცხოვრობს სოციალურ საცხოვრისში 3 ლოკაციაზე (დიდი დიღომი, ორხევი, ვარკეთილი), 55 ოჯახისთვის მოხდა ბინის შეძენა სხვადასხვა ლოკაციაზე (ბინები გადაეცათ სარგებლობის უფლებით), 69 ოჯახის შემთხვევაში საცხოვრისის გადაცემა არ განხორციელებულა სხვადასხვა მიზეზის გამო (მოხდა არსებული ფართის დაკანონება, გადაეცათ მიწის ნაკვეთი და ა.შ.).

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, უსახლკარო ადამიანების დახმარების მიზნით შემუშავებულია რამდენიმე პროგრამა: შეიქმნა ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი“, რომლიც ადმინისტრირებას უწევს ლილოს მიუსაფართა თავშესაფარს (გათვლილია 240 ბენეფიციარზე), 3 ლოკაციაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისებს (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ორხევი) და საცხოვრისად გამოყენების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე შეძენილ ბინებს.

შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია, დამტკიცდა მისი დებულება. დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, რომელიც განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პროგრამა“- აღნიშნულია თბილისის მერიის წერილში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!