ევროპის გეოთერმული გათბობის ბაზარი, რომელიც წლების წინ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში დომინანტი იყო, შესაძლოა, საინვესტიციოდ მიმზიდველი მიმართულება ისევ გახდეს. ეს კი იმ ფონზე, როცა ევროპული ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ეძებენ გაზით გათბობის ალტერნატივებს. ამის შესახებ Rystad Energy ანალიტიკოსების აცხადებენ და მათივე შეფასებებით ასეთი პროექტების ჯამური დადგენილი სიმძლავრე 2030 წლისთვის 6,2 გვტ-ს მიაღწევს, რაც 58%-ით მეტია ამჟამინდელ 3,9 გვტ მაჩვენებელზე. ამისთვის კი, როგორც ანგარიშში წერია 7,4 მლრდ დოლარი დაიხარჯება.
გეოთერმული ენერგია არის სითბოს მისაღებად სანდო და განახლებადი წყარო. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მათი გამოყენების ტექნოლოგია, უკვე ათეული წლებია არსებობს, გეოთერმული ენერგიის გამოყენება უფრო დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული ენერგიის სხვა წყაროებთან შედარებით, ასევე ბურღვის დროს წარმოქმნილ რისკებთან.
ისტორიულად გეოთერმული ენერგიის გამყენებასი ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერები იყვნენ ისლანდია, საფრანგეთი და უნგრეთი, თუმცა 2010 წლიდან მათ შეუერთდა მთელი რიგი ქვეყნების, მათ შორის, გერმანია და ნიდერლნდები.