დღის სიახლეებიეკონომიკასაინტერესო სიახლეებისიახლეებიფინანსები

საქართველოს საგარეო ვალი 1,1 მლრდ დოლარით გაიზარდა

0
გაზიარება

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი ერთ წელიწადში 1,1 მლრდ დოლარით გაიზარდა.                                              სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 ივნისის მდგომარეობით 22.272 მლრდ აშშ დოლარი (65.2 მლრდ ლარი) შეადგინა, (წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 21,139 მლრდ დოლარი) რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 104.8 პროცენტია. 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 268.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 662.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო, ფასის და სხვა ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 290.2 მლნ. აშშ დოლარით, 73.2 მლნ. აშშ დოლარით და 30.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.2 მლრდ აშშ დოლარი (29.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 47.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.6 მლრდ აშშ დოლარი (22.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 35.6 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 899.0 მლნ აშშ დოლარი (2.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.2 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 424.3 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.0 პროცენტი) და 1.3 მლრდ აშშ დოლარი (3.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი).

„საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 5.6 მლრდ აშშ დოლარი (16.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (14.3 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 43.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 6.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 37.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 899.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 459.4 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი მაქსიმუმზეა

2024 წელს, 3 თვეში საქართველოში ჯამში, 32,204 ერთეული 486,575 მლნ აშშ დოლარის ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე 1,7% მოდის. საქსტატის მონაცემებით,აღნიშნულ პერიოდში 547 ერთეული (7,824 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი…

აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 24.8%-ით შემცირდა და $278 მლნ დოლარი შეადგინა

2024 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 278.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24.8%-ით (91.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია. ეროვნული ბანკის მიერ…

5 ივლისს წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა – Business Summit 2024 გაიმართება

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, 24 მაისს წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის მიერ დაგეგმილი წლის მთავარი ბიზნეს მოვლენა, Business Summit 2024 გაიმართება 5 ივლისს -  ინფორმაცია ამის შესახებ SGBA-ს ფეისბუქ გვერდზე…

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა

მუსიკალური ფესტივალი 4GB 2024 გაუქმდა, - ინფორმაციას ამის შესახებ  4GB Festival-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა. „გაცნობებთ, რომ 4GB…

სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება

ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილების მიღების შედეგად, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა 10 კლასის ჩათვლით მოხდება.…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!