დღის სიახლეებისიახლეები

„გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში სასტუმროს ტიპის კომპლექსს აშენებს

0
გაზიარება

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „გუმბათი ჯგუფი“ ბათუმში, 14 692 კვ.მ-ზე, 15-სართულიან სასტუმროს ტიპის კომპლექსს აშენებს. აქედან, 1000 კვ.მ-ზე კომერციული ფართი განთავსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტის ღირებულების 70% ბანკის მიერ დაფინანსდა.

„კომპლექსი ჯამში 377 აპარტამენტს მოიცავს, რომლის ტერიტორიაზეც ჩვენს მომხმარებელს დახვდება მრავალფუნქციური მიმღები (გასართობი და მოსასვენებელი ზონებით), საბავშვო მოედნით, სამუშაო და ბიზნეს ცენტრი, მიწისზედა და მიწისქვეშა პარკინგი. ასევე, შენობის ბოლო სართულზე, ღია სივრცეში იქნება კაფე, ფიტნეს და სპა ცენტრები. პროექტის განხორციელებაში ჩვენი მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოს ბანკი და მათ მიერ გაცემული ფინანსური რესურსი მთლიანად სამშენებლო სამუშაოებს მოხმარდება“, – აღნიშნა „გუმბათი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ლაშა ბალაძემ.

„საქართველოს ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტს ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს, განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მსგავსი ბიზნესის დაფინანსება, რადგან ასეთი პროექტები ზრდის ტურიზმის ხელშეწყობას და აძლიერებს სამშენებლო სექტორს. ასევე, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ყოველი ასეთი პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „გუმბათი ჯგუფმა“ უკვე დაასაქმა 150 ადამიანი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას განვითარების სამომავლო გეგმებში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის აჭარის რეგიონის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსმა, ნათია ღლონტმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!