დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე კომბინატი – Combinaty იხსნება

0
გაზიარება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე კომბინატი – Combinaty იხსნება. პროექტის ფარგლებში ისნის რაიონში, სამოგრის მეტროსთან მდებარე თბილისის კერამიკის კომბინატის ადმინისტრაციულ შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და მის ადგილას მრავალფუნქციური სივრცე კომბინატი – Combinaty გაიხსნება. ობიექტი 1600 კვ.მ-ზეა განთავსებული და ის საერთო სამუშაო სივრცეს, კაფეს, სასტუმროს, ოფისებს, მაღაზიებსა და სხვადასხვა სახის დროებითი გამოფენებისთვის პატარა გალერეას მოიცავს. პროექტის ჯამური ღირებულება 600 000 აშშ დოლარს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 50%-ია. სამუშაო სივრცის რიგით პირველი ფილიალი თბილისში გაიხსნა, მეორე ქუთაისში, მესამე ფილიალი კი სტუმრებს მოსკოვის გამზირის 13-ში უმასპინძლებს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ახალი, კიდევ ერთი ფილიალის გახსნა და ფართის გარემონტება შევძელით. საერთო სამუშაო სივრცეში პრეზენტაციებისთვის განკუთვნილი სამი ოთახი გვაქვს. აქვეა – ვიდეო-შეხვედრებისთვის და ცალკე სივრცისთვის ხუთი ოთახი. ასევე, გვაქვს მოსასვენებელი კუთხეც, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ. ამ დროისთვის ჩვენ გვაქვს ორი საერთო სამუშაო სივრცე, პირველი გაიხსნა თბილისში 2019 წელს (ანა პოლიტკოვსკაიას 3), ხოლო მეორე ფილიალი – 2021 წელს ქუთაისში ისტორიულ უბანში, რიონის პირას, თეთრ ხიდთან (ი. გრიშაშვილის 7) დასაქმებული გვყავს 10- ზე მეტი ადამიანი. სამომავლოდ კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ“, – განაცხადა „კომბინატი – Combinaty“-ის მფლობელმა, გიორგი გვაზავამ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის ჩართულობით თბილისს კიდევ ერთი სამუშაო სივრცე შეემატება. პანდემიის პერიოდში ძალიან გაიზარდა ასეთ ადგილებზე მოთხოვნა, რადგან შეიცვალა სამუშაო კულტურაც. კომპანიამ დროულად უპასუხა გამოწვევას და გახსნა ახალი ფილიალი. რიგით მესამე სივრცის მოწყობა კომპანიას განვითარებისა და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ მუდმივად მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს, ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, რათა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ბიზნესი,“ – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!